#49078980 · 20 Oct 2016, 00:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაიმე პროცედურის შემდეგ (დეტალის, თერმოპასტის, ვიდეოდაფის შეცვლის შემდეგ) დაემართა თუ თავისით მოუვიდა ? კომპის ჩართვისას ხმა(beep) ააქვს და ბიოსის პარამეტრების განულება თუ ცადე? როგორც წესი ასეთ რამეს იწვევს რამოდენიმე ფაქტორი 1)როცა პროცესორი სოკეტში არ ზის და მისი კონტაქტები სრულად არ ეხება სოკეტს( თუ პროცს არ შეხებიხარ მაშინ ეს გამოვტოვეთ) 2) როდესაც პროცესორის კვებას აქვს პრობლემა , დედა დაფაზე 1 ან 2ცალი , 4 მავთულიანი პინი მოძებნე (ფერები ძირითადად ყვითელი და შავია 2X2) რომელიც კვებიდან გამოდის ეგენი ამორთე და თავიდან ჩართე 3) როდესაც ოპერატიულ მეხსიერებას აქვს პრობლემა ან ცუდად არის ჩასმული 4) დედა დაფაზე კონტროლერია დაბრედილი ( ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია) 5) ბიოსმა გაუბერა , ამის წამალი დედადაფიდან ელემენტის 10-15 წამით ამოგდებაა და მერე ისევ თავის ადგილზე დაბრუნება რა თქმა უნდა ამ დროს კეისი დენიდან უნდა იყოს გამორთული , ელემენტის ჩასმის შემდეგ ჩართე და დაელოდე მიახლოებით 30 წამი, სისტემა შეიძლება თავისით რამდენჯერმე ჩაირთოს და გამოირთოს ამისი ნუ შეგეშინდება თუ ამანაც არ უშველა მაშინ დენიდან გათიშე რამდენიმე წამით კომპი და თავიდან ჩართე ოღონდ ჩართვისას ჩართვა გამორთვის ღილაკს 30 წამი არ აუშვა თითი ამ დროს სისტემა გაიშვება და 10 წამში ისევ გაიტიშება მაგრამ 30 წამი თითი მაინც არ აუშვა, ამ ყველაფრის გადამოწმების შემდეგ თუ რამე გადამწვარი არაა წესით უნდა ჩაირთოს წარმატებები
|