გიორგი ქადაგიძე : პანიკა რომ გავაქროთ, აუცილებელია ეროვნული ბანკი ჩაერიოს და 100 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელოს 19-10-2016, 15:30
შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]
ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი, გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა წლის ბოლომდე, ეტაპობრივად 100 მილიონი დოლარის ინტერვენცია უნდა განახორციელოს და საჭიროა დროული ჩარევა მანამ, სანამ კურსი კიდევ უფრო არ დაცემულა.
"ეროვნულ ბანკს ბოლო კვირაში არ განუხორციელებია ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე და ახლა არის ის დრო, რომ ეს მოხდეს. ამით მოხდება დასტაბილურება, ლარს აღუდგება ის შელახული ავტორიტეტი, რომელიც გააჩნია დღეს. დღეს ეროვნული ბანკის კურსი განსხვავდება სერიოზულად ბაზარზე არსებული კურსისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ სპეკულანტური მდგენელი ძალიან დიდი დოზით არის. ამიტომ, ეს, აჟიოტაჟური მოთხოვნა რომ შევამციროთ დოლარზე და პანიკა გავაქროთ, აუცილებელია, ეროვნული ბანკი ჩაერიოს და დაასტაბილუროს ლარის კურსი", - განაცხადა ქადაგიძემ.
http://rustavi2.com/ka/news/intervencia/aucilebelia