anthropod რა გითხრა ძნელი სათქმელია. ეხლა ინგლისურ იუმორს ვერ მოსთხოვ და ჯერჯერობით რა უშავს ქაჩავს ვაჰაჰაჰა ხალხზე

რა არის იციი მარტივად უნდა შევხედოთ ხოლმე რაღაცეებს გართულების გარეშე. გავიცინეთ გავიარეთ. აბა თარხანა ხო ნახე მუჰამედის შთამომავალიც ვარო და ქეთევან დედოფალი ბებიაჩემი იყოო

მარტივად რაა. მანდ მიშაზეცაა მოგელანდებითო რო ამბობს და რო გადმოცურა თავის ჭკუით

გავიცინეთ გავიარეთ. შალვაზეცაა აღსდექ საქართველოო რო ამბობს და გაპარულან ეს ვირებიო

მოკლედ დახვეწილი იუმორი და რაფინირებული კარგია მარა სადაა ? ამას წინათ სუფრაზე ყველა ქოცი იჯდა ჩემს გარდა. ისეთი მოვულხინეთ შენი მოწონებული. ვიცინეთ ვიხარხარეთ კაი პური ვჭამეთ და წამოვედით. არა ბიჭო პოლიტიკოსების და პოლიტიკის გამო ძმაკაცებს დავკარგავ... სულ მაგ ჭკუაზე ვარ რაა. ამდენი წელია ერთად მოვდივართ. ხუმრობა და ფარგლებში მოსულა და მაგას ვერავინ დამიშლის. დალშე ყველა ქართველები ვართ და ამ პატარა ქვეყანაში უნდა დავეტიოთ ყველა ბოღმის გარეშე. ესაა მთელი ფილოსოფია

რამდენი ვილაპარაკე ყელი გამიშრა

(არაჩვეულებრივი გამოფენა )