დავუბრუნდეთ იმას, როდესაც არანორმატიული ლექსიკა საჯარო სივრცეში, ტელეეთერით ისმის. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ვინ არის ამაში დამნაშავე და რატომ გახდა გინება მოდური? - ამ
თემაზე ფსიქოლოგ გიორგი ყიფიანს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) ვესაუბრეთ:"თავიდანვე ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, გინება ფილმში, პოლიტიკურ შოუში და ამა თუ იმ პირის სატელეფონო ჩანაწერში... ფაქტი ის არის, რომ დღესდღეობით ჩვენში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ბილწსიტყვაობას ტელეეთერში შეზღუდავს, არადა, პრაქტიკულად, ასეთი მექანიზმი ცივილიზებულ მსოფლიოში მიღებულია, რომ ბილწსიტყვაობა დღის ეთერში, ახალ ამბებში არ უნდა გავიდეს, რომ ტელელექსიკა შემაწუხებელი, კონტექსტიდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს. მოკლედ, ამას ყველა ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა არეგულირებს და დამრღვევს სოლიდურად აჯარიმებს", - ამბობს ბატონი გიორგი. მისი თქმით, ჯარიმა ეკისრება იმ ტელეკომპანიას, რომლის ეთერშიც ისმის არანორმატიული ლექსიკა. რაც შეეხება ფილმს, თუკი მასში გამოყენებულია ბილწსიტყვაობა, ის უნდა გამომდინარეობდეს ნაწარმოების მხატვრული ღირებულებიდან, კომპოზიციიდან და არ უნდა იყოს უადგილო.
"საქართველოში ეს კანონი სპეციალურად გააუქმეს იმისთვის, რომ ტელეკომპანიებს ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შეძლებოდათ ბილწსიტყვაობის ეთერში გაშვება იმის გამო, რომ გადაცემის რეიტინგი გაეკეთებინათ და დღესდღეობით ვხედავთ ამა თუ იმ ტელეარხზე იმას, რომ კონფლიქტი უმეტესად გინებით სრულდება. მართლაც მძიმე ფაქტების მომსწრე ვხდებით იმის გამო, რომ ეს კანომდებლობა საქართველოში მოიშალა, რომელიც ბილწსიტყვაობის გავრცელებას კრძალავდა, ამის შედეგად ჩამოყალიბდა აზრი, რომ უწმაწურობა დასაშვებია და ამისთვის არავინ ისჯება, მით უფრო, ტელევიზიები... ამიტომაც არის, რომ სოციალურ ქსელშიც მოხშირდა ეს ყველაფერი, არა თუ ახალგაზრდებში, უფროსი თაობის ადამიანებშიც", - გვეუბნება რესპონდენტი.
- მგონი, დღეს ისეა საქმე, რომ თუ სტუმარი ტელეშოუში ბილწსიტყვაობს, თითქოს უკვე კარგ ტონადაც მიიჩნევა...
- ზოგიერთი ადამიანი ამ სიტყვების გამოყენებით ხაზს უსვამს თავის განსაკუთრებულობას და ამ დროს შეიძლება, მაღალი თანამდებობის პირიც კი იყოს. საზოგადოებაში ამ თვალსაზრისით ეთიკურმა სტანდარტმაც დაბლა დაიწია და გინებას აღარ ერიდებიან. ახლა რაც შეეხება ბილწსიტყვაობას და ტელეშოუში კონფლიქტის გამწვავებას, ხელს უწყობენ თავად გადაცემის წამყვანები. მაგალითად, სტუდიაში მოწვეულია ორი ადამინი, დისკუსია კონფლიქტში გადადის და წამყვანი იმ დისკუსიას არ აჩერებს. ასეთი მიდგომა აყალიბებს როგორც გადაცემის, ასევე დისკუსიის დაბალ კულტურას და კიდევ უფრო მძიმე შესახედს ქმნის ამ ყველაფერს, როდესაც ტელევიზია დაინტერესებულია კონფლიქტის გამწვავებით იმისთვის, რომ მეტად ყურებადი გახადოს გადაცემა. მიაჩნიათ, რომ თუ შოუ ჩხუბში გადაიზრდება, ყურადღებას მეტად მიიქცევს. მოკლედ, იაფფასიან სენსაციებზეა აქცენტი გაკეთებული.
- გამოდის, რომ ეს ფაქტები ერთმანეთს ავსებს.
-
დიახ, ერთი მხრივ კანონმდებლობა არ ზღუდავს ეთერში არანორმატიულ ლექსიკას, რამაც ფაქტობრივად ეთიკური სტანდარტის შეცვლა, დაბლა დაწევა გამოიწვია, გინება უზნეობად აღარ ითვლება. ამიტომ უწმაწურობს ის, ვისაც უნდა, ყურადღება მიიქციოს. ვიმეორებ, ფაქტია, რომ საზოგადოებაში ეთიკური და ზნეობრივი ნორმების ნგრევა მიმდინარეობს და ეს ყველაფერი სოციალურ ქსელშიც ჩვეულებრივი ამბავია. კანონი ბილწსიტყვაობის რეგულაციის შესახებ საბოლოოდ, 2009 წელს პარლამენტმა გააუქმა, რისკენაც სვლაც 2004 წლიდან ნელ-ნელა დაიწყო. ამის გამო არავინ არავის აჯარიმებდა. არადა, ცივილიზებული მსოფლიო ამ ყველაფერს სერიოზულად ებრძვის. - თანამედროვე ქართულ სერიალებშიც ისმის მუდმივად გინება, რაზეც მაყურებელი ხშირად წუწუნებს. მე კი მგონია, რომ სერიალი რეალურ ცხოვრებას ასახავს. თქვენ რას იტყვით?
-
ბილწსიტყვაობა იქ სპეციალურად არის ხაზგასმული. კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და გმირი განსაკუთრებულად იგინება ისეთ ადგილას, სადაც ის საერთოდ არ არის აუცილებელი. თუ საუბარია "ჩემი ცოლის დაქალებზე" მიმაჩნია, რომ ის პროპაგანდისტული სერიალია, რომელიც რაღაც თემების დასანერგად და დასამკვიდრებდლად არის შექმნილი. მოკლედ, ყველაფერი წლების განმავლობაში ხდება, კონტროლი არაფერზეა და შედეგიც სახეზეა. ცივილიზებურ სამყაროში ასეთ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრი იქმნება, სასამართლოში განიხილება, მედია დისკუსიას მართავს. ამიტომ იქ კომერციული არხებიც კი ზრუნავენ თავიანთ პრესტიჟზე. კიდევ ერთი მაგალითი, იცით, როგორ აქვთ ეს ყველაფერი რეგულირებული? პირდაპირი რეპორტაჟი 5 წამის დაგვიანებით გადის, რამე რომ მოხდეს, უცებ დაამუშავონ და ფრაზა ამოჭრან. ეს კი იმისთვის, რომ მილიონობით დოლარის გადახდა არ მოუხდეთ ჯარიმის სახით.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE
დანარჩენი იხილეთ ლინკზე
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/180017-ra...ganmarteba.html
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3