ახლა ისაა საინტერესო თუ ვინ შედის კომისიაში და იოლია თუ არა ანალიზის ჩვენების გაყალბება.
22 ოქტომბერს გახდება ცნობილი, დეპუტატობის რომელმა კანდიდატებმა გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება
14:03 19-10-2016
22 ოქტომბერს გახდება ცნობილი, დეპუტატობის რომელმა კანდიდატებმა გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება 22 ოქტომბერს გახდება ცნობილი, დეპუტატობის რომელმა კანდიდატებმა გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება. როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაევლოთ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარდგენის საბოლოო ვადა 22 ოქტომბერია.
”22 ოქტომბერს იქნება ცნობილი შესაბამისი დაწესებულების მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, რომელმა კანდიდატებმა გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება, რომელს აქვს მითითებული ჯანმრთელობის სპეციალურ ცნობაში, რომ ის არის ჯანმრთელი, ან რომელს უდასტურდება, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელია”, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
როგორც ცნობილია, პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის კანდიდატებმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიარონ.
პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიურ შემოწმებას ”საარჩევნო კოდექსი” ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან არჩეულმა პარლამენტის წევრობის ყველა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს. მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა, რომელშიც აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ჯანმრთელია ან ნარკოტიკების მომხმარებელია.
საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუკი პარლამენტის წევრად არჩეული პირი კანონით დადგენილ ვადაში ნარკოლოგიურ შემოწმებას არ გაივლის და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარს განაცხადებს, პარლამენტი ვალდებულია მიიღოს დადგენილება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ.”საარჩევნო კოდექსში” პირდაპირ წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტს უფლება არა აქვს, ცნოს მისი უფლებამოსილება.
ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებამ ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობა და პარლამენტის არჩეულ წევრთა სია, რომლებმაც ნარკოლოგიური შემოწმება გაიარეს, ცესკოს 22 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.
ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და ცესკოსთვის შესაბამისი ცნობის წარდგენა არჩევნებამდე მოეთხოვებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, საარჩევნო რეგისტრაციას ვერ გაივლის.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...hemotsmeba.htmlFrankens†einტრუხაზე სროკია.
კაი თუა პრეზიდიუმში აგზავნიან
This post has been edited by Lаki on 19 Oct 2016, 16:49
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3