#49079447 · 20 Oct 2016, 01:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,ზოგადად მომხმარებელთა უფლებები ხშირად ირღვევა,მაგრამ რატომღაც დიდ ყურადღებას არავინ იჩენს. ეს ამბავი ყოველთვის ვიცოდი,მაგრამ უფრო დეტალურად ახლა დავინტერესდი,როცა მსხვერპლი აღმოვჩნდი მე თვითონ. მოკლედ,შევიძინე ტელეფონი ალტაში,გაუფუჭდა ეკრანი (მწარმოებლის ხარვეზი) მივიტანე ტექპოინტში (კოლმეურნეობაზე) და შემიცვალეს ეკრანი მობილურზე. გამოტანის დღეს,რომ ჩართო ოპერატორმა,ეკრანი თავისთვის ინთებოდა და ქვრებოდა. იბლოკებოდა და იხსნებოდა ბლოკი. მივათითებინე რომ გაუმართავად მუშაობდა და ისე ჩავიბარე.დააკვირდი და თუ ასე განაგრძობს მოიტანეო. მეორე დღეს,გათიშვებიც დაიწყო და მესამე დღეს გაითიშა ტელეფონი საერთოდ. მივიტანე იმ კვირაშივე,ჩაიბარეს და წამოვედი. 2-3 დღეში მირეკავენ და მეუბნებიან რომ ეს დაზიანება სისველისგან არის გამოწვეული და საგარანტიო მომსახურება შეგიწყდათო. მივედი,შევახსენე რომ დაზიანევული გამომატანეს თვითონ და ე.ი იქ დაუსველდათ და ასე შემდეგ,მაგრამ მენეჯერმა ნაწილებს არ გვიგზავნიან და საერთოდ ვერაფერს ვიზავთო. ახლა მაინტერესებს, რომელ ორგანოს უნდა მივმართო? სახალხო დამცველის აპარატს თუ ვის ეკუთვნის მომხმარებელთა უფლებების დაცვა? თუ პირდაპირ სასამართლოს უნდა მივმართო? გქონიათ მგავსი შემთხვევა?
--------------------
როდესაც მთელი გულით გსურს რამე, მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში <3
|