#49184540 · 3 Nov 2016, 14:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველად ვხსნი თემას ამ განყოფილებაში, ჩემი შუათანა ბიჭი დადის სახელმწიფო ბაღში, დაიგეგმა საშემოდგომო ზეიმი, ჯერ ვითომ რაღაც ცეკვა ასწავლეს რაჭული, შემდეგ მოითხოვეს ზეიმისთვის შავი ბოტების მიტანა, ყურძენი უნდა დავაწურინოთო, მოკლედ მიდის მზადება ამ ზეიმისთვის. საინტერესო შემდეგ იწყება, თურმე არსებობდა, რაც აქამდე არ ვიცოდი ე.წ მშობელთა საბჭო, რომელსაც ყავს თავმჯდომარე და რომელმაც დაიწყო მასწავლებლისთვის თანხის შეგროვება, სასაჩუქრე ბარათი უნდა იყიდოს. ასევე გაირკვა, რომ ამ საბჭოს შვილები გარკვეული უპირატესობით სარგებლობენ სხვა ბავშვებთან შედარებით, მაგალითად, ზეიმზე ცალკეული ნომრების მიცემა (სიმღერა, ცეკვა და ა.შ). ეხლა ვფიქრობ აქვს თუ არა აზრი რაიმეს გაკეთებას, ანუ რეაგირება რომ მოვახდინო.
|