მინამ ამრეზად შახედავთ ამ იდეას, დაფიქრდით და მერე გადით.
ვისაც ფანტაზია არ ჰყოფნის ეგრევე გადით.
ეხლა რა ხდება.
მეცხრე მოწვევის პარლამენტი გვყავს. და, თუ თავს არ მოვიდებილებთ ცხრავე მოწვევის პარლამენტი მართალია ფურცელზე იყო მრავალპარტიული, მაგრამ რეალურად იყო ავტორიტარული მმართველობის უბრალო გაფერადება. ასევთქვათ, მორცხვი მცდელობა რომ შესახედავად მაინც არ გამოვჩენილიყავით შუა საუკუნეების ქვეყნად.
კერძოდ,
ყველა მოწვევის პარლამენტის დროს საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას რეალურად ერთი კაცი იღებდა
ზვიადას დროს, ზვიადა,
ედიკას დროს, ედიკა,
მიშას დროს, მიშა,
ბიძინას დროს, ბიძინა.
ვინც ამ მომენტში არ ეთანხმება აზრის მსვლელობას, მათაც შეუძლიათ დასტოვონ თემა.
...
იყო ყიყინი, ბორჯომის შესხმა, მუშტები, მაგრამ, რეალური "საკონსტიტუციო" გადაწყვეტილების მიღების მომენტში პარლამენტი ეთანხმებოდა და იღებდა იმ ერთი კაცის მოთხოვნას.
ვერცერთ შემთხვევას ვერ მოიყვანთ (!!), როცა შეგიძლია თქვა რომ, იმ პირველს სხვა აზრი ჰქონდა და პარლამენტმა სხვა გადაწყვეტილება მიიღოო. არ არის ასეთი შემთხვევა ჩვენს მოკლე ახალ ისტორიაში.
ისეთ მნიშვნელოვან საკითხებშიც კი როგორიც იყო დსთ-ში შეთრევა თუ ნატოსკენ მთელი ერით შემობრუნება, იქაც რეალურად ერთი კაცის გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა და მეორე შემთხვევაში კი ერმაც.
ჰოდა, რატო ვუძალიანდებით ბუნებას?
ხო ვხედავთ რო ეს ბუნებრივად გამოგვდის. და, მრავალპარტიულობაზე და დემოკრატიაზე უკუღმართობა გამოგვდის და სიცხეს გვაძლევს.
...
ასევე არსებობს მეორე არგუმენტი (სხვათაშორის,ორივე მხარეს, ნაცებშიც და ქოცებშიც), რომ დემოკრატიული მმართველობა გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო მოუქნელია, ხოლო ერთპიროვნული უფრო სხარტი და მოქნილი.
...
კიდევ ერთი აზრი არსებობს, რომ ერთიანი გუნდი უფრო მალე განახორციელებს თავის პროგრამას და დაპირებებს ვიდრე "ყაყანის" პირობებში.
ეხლა ბოლო შანსი გაქვთ გახვიდეთ თემიდან. თუ თვლით რო საცასილოა და ვღადაობ, ნუღარ გააგრძელებთ კითხვას.
თუ აქამდე მოხვედით, და აგრძელებთ, მაშინ დაწერეთ თქვენი აზრი - რატომ არა?
დროებით გამოვტოვოთ ის საშიშროებები რომლებიც ახლავს ერთპარტიულ და ავტორიტარულ მმართველობას.
ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანი (სპორტსმენი, მებრძოლი), პრობლემას (მოწინააღმდეგეს) თუ უმკლავდება, მოწინააღმდეგეს დააგდებს ბეჭებზე.
მაგრამ როცა ვერ უმკლავდება იყენებს ტექნიკას, დაჰყვება მოწინააღმდეგის ძალას და ცდილობს ვარდნისკენ მოძრაობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
ხო ვხედავთ რო ვერ ვიმარჯვებთ დემოკრატიისთვის და მრავალპარტიული პარლამენტისთვის ბრძოლაში.
მაინც ბუტაფორია გამოგვდის და რეალურად მმართველი ერთი კაცია. ჰოდა ჩვენც სენთი ვიხმაროთ და.., დავყვეთ ამ მიმართულებას.
დავაკანონოთ!
დავირქვათ "დემოკრატიული მონოკრატია" ან რამე უფრო ფრონცკი.
ჩავწეროთ კონსტიტუციაში რო ვინც მიიღებს 50% +1 ხმას, მთლიანად ის აფორმირებს პარლამენტს.
გავხადოთ ლეგალური და კანონიერი ის, რაც მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში მაინც გვაქვს და თან არის უკანონო, კერძოდ, კულუარული მმართველობა (არ იგულისხმება მარტო ბიძინა. ცხრავე მოწვევის პარლამენტის დროს, რეალურად იყო კულუარული მმართველობა, რადგან ქაღალდზე სხვა იყო გათვალისწინებული, და გადაწყვეტილებას მაინც ერთი კაცი იღებდა)
გაახილეთ თვალები და აღიარეთ რომ სხვა რეალობა ჩვენ არ გვეჭყანება. სულ ასე იქნება და ამის მიზეზი მარტო ჩვენ არ ვართ. გარე ფაქტორებიც და ჩვენი მცირე ზომაც უწყობს ამას ხელს.
მიღწევადიც რომ იყოს ეს გზა უფრო მოკლეა, რადგან აქვეა. ბოლობოლო მომავლისთვის გადავდოთ ის მიუღწეველი.
ახლა იმ ცუდზე რომელზეც ზემოთ დავწერე და რომლის საშიშროებაც ახლავს ასეთ მმართველობას.
პირველ რიგში მიპასუხეთ შეკითხვაზე, წინა პარლამენტებში და ახალ პარლამენტში რა, დაცული ვიყავით ან ვართ იმ საშიშროებისგან?
ის ერთი პირები ვერ შეგვიყვანდნენ ნებისმიერ პოლიტიუკურ გაერთიანებაში, ვერ წამოიხურავდნენ თავზე კონსტიტუციას და " ხალხის აზრს" თუ, ვერ გააკეთებდნენ იმას რაც უნდოდათ ?
გააკეთებდნენ!
გააკეთებდნენ სანამ არ წააწყდებოდნენ ხალხის წინააღდეგობას და იგრძნობდნენ შიშს.
მაგრამ, ეს ხალხის წინააღდეგობა და შიში ხო ისევ დარჩება შემაკავებელ ფაქტორად ამ მონოკრატიის პირობებშიც.
მეორე, მკაფიოდ დავაფიქსიროთ კონსტიტუციაში რისი გაკეთება ეკრძალება საკონსტიტუციო დონეზე ამ ერთ გამარჯვებულ პარტიას რათა არ მოირგოს ტანზე კონსტიტუცია.
ახლაც ყველა ახერხებს მორგებას. იქ კი წავართვათ საერთოდ პარლამენტს ეს ფუნქცია და დავუტოვოთ დაცული მექანიზმით რეფერენდუმზე გამოტანა და რეფერებდუმების ჩასატარებლად აუცილებელი იყოს საბჭო რომელშიც მმართველ ძალას ექნება 40 %, ხოლო დანარჩენი, კანონითვე, უნდა იყოს პარლამენტს გარეთა პარტიები.
შევამციროთ პარლამენტარების რაოდენობა 30 40 % -ით რადგან ერთპარტიული მმართველობა მეტს არ ითხოვს.
დანარჩენს ვერ ვქაჩავ, თქვენ მოიფიქრეთ.
ერთი, ის შეიძლება რომ ამ შემცირების ხარჯზე შევქმნათ "მეორე დონის პარლამენტი " არასახელისუფლებო ძალებისგან, იმ "ზედა" პარლამენტის საკონტროლო და ზოგიერთი ძალზედ მცირე(!) მაგრამ ძირეული გადაწყვეტილებების დასადასტურებლად.
რას მივიღებთ:
პარლამენტი მთლიანად ერთპარტიული.
უზენაეს კანონში წერია რა არ შეუძლიათ შეცვალონ არცერთ ვითარებაში.
პასუხისმგებლობა გამოკვეთილი და კონკრეტული.
სწრაფი მოქმედების და გადაწყვეტილებების შესაძლებლობა მმართველი ძალისთვის.
პარლამენტარების რაოდენობა შემცირებული დაახლოებით 30 % ით
რაც მთავარია ყველაფერი კანონის ჩარჩოში იქნება, შესაბამისად საშუალკებას მოგვცემს კანონითვე უკეთესი გავხადოთ და ჩარჩოში მოვაქციოთ ის რაც აქამდე კანონის მიღმა იყო მაგრამ მაინც ასე იყო.
პარტიის ლიდერს დაარქვან რაც უნდათ, პრეზიდენტი, პრემიერი. ეს ზოგადად არაფერს შეცვლის რადგან ძალაუფლება მაინც მათ ხელშია 4 წლით. შემდეგ მოსულებმა თუ მოუნდებათ მამა დაარქვან, ბელადი, ან მხსმელი, არც ეს არ შეცვლის ზოგადად არაფერს.
თქვენ თუ დაიკიდებთ ამ იდეას მომავალი თაობები მაინც მიიღებენ, რადგან სხვა გამოსავალი არ იქნება.
მეტიც დასავლური დემოკრატიაც ბოლო-ბოლო აქამდე მივა რადგან უფრო ძნელი გახდება "შიშველი" დემოკრატიით წინ აღუდგე იმ ძალებს რომლებიც ავტორიტარიზმით იმართებიან.
მთავარი ის არის რომ ეს ფორმაც დემოკრატიაა - იმ ერთ ძალ;ას ხალხი ირჩევს 4 წლით. მაგრამ უფრო "მოქნილი" დემოკრატია.
ეხა, ძაან ნუ შემოიხევთ ტანზე დემოკრატიას გვიჩაგრავენო,
რათქმაუნდა ბევრი რამე ირონიით დავწერე.
მაგრამ, გისმენთ,
დემოკრატიული წესით არჩეულ პარტიაზე რომელსაც მთლიანად დავუთმობთ პარლამენტს. რით არის მიუღებელი?
პ.ს.
მონოკრატია როგორც ერთხელ უკვე გავლილი და უარყოფილი, სტერეორიპულად მიუღებელია ყურისთვის, რადგან მონოკრატია გვახსოვს თეოკტარიული ან თუნდაც ფაშისტური ან საბჭოთა. ამიტომ სახელი ნუ წამოგვიკიდებს. დემოკრატიაზეა საუბარი.
პ,პ.ს.