განმეორებითი კენჭისყრა ხვალ იმ საარჩევნო უბნებზე ჩატარდება, სადაც შედეგები გაბათილდა ან კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ხვალ არჩევნები ხელმეორედ ოთხ საარჩევნო უბანზე გაიმართება.„ზუგდიდში, ორ სოფელში ტარდება არჩევნები. ერთი არის განმუხურის სოფელი, სადაც არის ერთი საარჩევნო უბანი, ხოლო ორი საარჩევნო უბანი არის განთავსებული სოფელ ჯიხაშკარში.
რაც შეეხება მარნეულს, მარნეულში ერთი საარჩევნო უბანი არის განთავსებული სოფელ ყიზილაჯლოში. ეს არის N48 საარჩევნო უბანი, სადაც ის ცნობილი მოვლენები განვითარდა.
იმ შემთხვევაში, თუკი განმეორებით კენჭისყრაზე მიღებული შედეგების მიხედვით, შესაძლებელი იქნება, რომ პირველივე ტურში გამოვლინდეს გამარჯვებული, შესაბამისად, რა თქმა უნდა, აღარ გაიმართება მეორე ტური. თუმცა, თუკი ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50%-იან ბარიერს, ამ შემთხვევაში დანიშნული იქნება არჩევნების მეორე ტური“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
http://news.ge/ge/news/story/197760-ganmeo...anze-gaimarteba
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo