#50062208 · 4 Mar 2017, 02:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საღამო მშვიდობისა! ექვსი თუ შვიდი წელია სატელიტური ტელევიზიის მომხმარებელი გავხდი. შევიძინე Tiger T600 რესივერი, მოყოლილი შარინგით და ჩავერთე ამ სამყაროში. ეს მოყოლილი G Share სერვისი თავიდან ცოტა შეფერხებებით მუშაობდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა დასტაბილურდა და ერთი წლის შემდეგ 30 დოლარად გავაგრძელე. ახალი არხები ცოტა გვიან ემატებოდა, მაგრამ ასე თუ ისე კმაყოფილი ვიყავი და დღემდე ვაგრძელებ მაგ სერვისს ახლა უკვე 24 დოლარად წელიწადში(ვიპ პაკეტი). დადგა დრო და დამჭირდა მეორე ტელევიზორზე შესაბამისი სერვისი, შევიძინე რესივერი და გავხდი აქაური მომწოდებელის კლიენტი. პირველი თვე ნორმალურად, მაგრამ გამითიშეს გაუფრთხილებლად, ვუსაყვედურე. მეორე თვის ბოლოს მესიჯი დროულად მომივიდა, შესაბამისად დროულად გადავიხადე. მესამე თვეს ასევე დროულად გამაფრთხილეს, მაგრამ ერთი დღით დამაგვიანდა გადახდა, მერე კი კიდევ ერთი დღე დამჭირდა მესიჯობა სანამ სერვისს ჩავართვევინებდი, თუმცა მრიცხველი წინა დღით ჩაირთო. ერთი თვის შემდეგ, 2 მარტს ღამით ჩავრთე ტელევიზორი და აღმოჩნდა, რომ სერვისი გათიშულია,მესიჯი გაფრთხილებით კი 3 მარტს დილით მოვიდა , გადავიხადე მაშინვე(დილით), გავაგზავნე შესაბამისი მესიჯი, მოვდივარ ღამით სახლში და სერვისი კვლავ გათიშულია, მომწოდებლის ტელეფონიც გათიშულია. ცოტა არ იყოს ნერვებზე მოქმედებს ეს ყველაფერი. შეგნებულად არ ვასახელებ სერვისის მომწოდებელს, მაგრამ მეტი ორგანიზებულობაა საჭირო როცა ასეთ საქმეს იწყებ ადამიანი. უკვე ორი დღეა დამტოვეს ტელევიზიის გარეშე, შეიძლება მესამეც. ვფიქრობ აბონენტებს მეტი ყურადღებით უნდა მოექცნენ. თქვენ რას იტყვით?
--------------------
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.
|