როგორც კრემლის შადრევნებში შეპარული ჩვენი წყარო გვატყობინებს, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ბავშვობიდან ძალიან კომპლექსიანი ყოფილა. აი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც დედამ კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ჩაიყვანა. პუტინს ბავშვობის სხვადასხვა კომპლექსი დღემდე გამოჰყოლია და ერთ-ერთი ასეთი კომპლექსი სწორედ სექსთან ყოფილა დაკავშირებული.
ექსპერტები დიდ საგონებელში ჩააგდო რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, კარასინის განცხადებამ იმის შესახებ, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ საუბარი ჯერ გამორიცხულია.
ყველაფერს ნათელი მოფინა საქართევლოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებამ იმის შესახებ, რომ მას „მდიდარი სექსი“ ჰქონდა ყოველთვის, ახლაც აქვს და მომავალშიც ექნება.
ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მარგველაშვილის სექსუალური მისწრაფებები არ შეიძლება რამე კავშირში იყოს რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხევდრასთან, მაგრამ საქმე თურმე სულაც პირიქითაა.
როგორც კრემლის შადრევნებში შეპარული ჩვენი წყარო გვატყობინებს, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ბავშვობიდან ძალიან კომპლექსიანი ყოფილა. აი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც დედამ კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ჩაიყვანა. პუტინს ბავშვობის სხვადასხვა კომპლექსი დღემდე გამოჰყოლია და ერთ-ერთი ასეთი კომპლექსი სწორედ სექსთან ყოფილა დაკავშირებული.
ეს შუტყვია საქართველოს ყოჩაღ უშიშროების სამსახურს და როგორც ირკვევა, პრეზიდენტის სკანდალური განცხადებაც „მდიდარი სექსის“ შესახებ, მარგველაშვილის უპასუხისმგებლო და ქაჯური გამოხტომა კი არა, არამედ, ქართული უშიშროების აგენტების მიზანმიმართული და წერტილში მორტყმული სპეცოპერაცია ყოფილა პუტინის მორალურად გასანადგურებლად.
კრემლი ჯერ არ ადასტურებს, მაგრამ ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ მარგველაშვილის ამ განცხადების მოსმენისთანავე, ვლადიმერ პუტინი მოიცელა, გული შეუღონდა და როცა მოასულიერეს ტირილი დაიწყო - „რა არი, ამის დედა ვატირე, მიშა იყო და სიმაღლით მაკომპლექსებდა, ახლა მარგველაა და მდიდარი სექსით მაკომპლექსებს, რა არის, რა უბედური ვარო!“
ამჟამად პუტინთან ინტენსიურად მუშაობენ კრემლის ფსიქოლოგები, მაგრამ ვოვა გადაჭრით აცხადებს - „ვიდრე მე ასეთი ღარიბი ვიქნები და მარგველაშვილივით მდიდარი სექსი არ მექნება, უარს ვამბობ ყველნაირ უმაღლესი დონის შეხვედრაზე! აბა, რა პონტია, თვალებში როგორ შევხედო მე ღარიბ-ღატაკმა საქართველოს ასეთ მდიდარ პრეზიდენტსო?“
რუსი ექსპერტების ნაწილი ვლადიმერ პუტინს ეთანხმება და აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, ამ ეტაპზე, რუსეთისვის წამგებიანი იქნება, რადგან პუტინი შეიძლება მარგველასთან პირისპირ დარჩენამ მართლა ძალიან დააკომპლექსოს. დიდია იმის საშიშროებაც, რომ პუტინმა მარგველასგან მდიდარი სექსის საიდუმლოს გამხელის სანაცვლოდ სოხუმი და ცხინვალი დაუბრუნოს ქართველებსო - აცხადებენ ექსპერტები.
http://bstv.ge/read/886