თემა არის მათთვის ვინც ჯერ არ არის გარკვეული სისტემის ვირტუალიზაციაში. ამიტომ ქილიკა არ იყოს.რა არის სისტემის ვირტუალიზაცია?სისტემის ვირტუალიზაცია არის მთავარ (Host) ოპერაციულ სისტემაში სხვა (Guest) ოპერაციული სისტემის ვირტუალურად ჩადგმა.
რა საჭიროა სისტემის ვირტუალიზაცია?სისტემის ვირტუალიზაცია ერთდროულად რამდენიმე ოპერაციულ სისტემაში მუშაობის საშუალებას იძლევა. მაგალითად თუ თქვენ გაქვთ ძირითად ოპერაციულ სისტემად Windows 10, მასში როგორც პროგრამად ისე შეგიძლიათ გაუშვათ Windows 7, Windows XP, ნებისმიერი Windows ოპერაციული სისტემა, MAC OSX (ნებისმიერი), Linux (ნებისმიერი), Android, Free BSD და ზოგადად თქვენთვის ნებისმიერი სასურველი ოპერაციული სისტემა, კომპიუტერის გადატვირთვის გარეშე.
საშუალება გეძლევათ ერთდროულად რამდენიმე ოპერაციულ სისტემაში იმუშავოთ, მიუხედავად იმისა ხართ თუ არა პროგრამისტი, ქსელების ინჟინერი, სისტემის დეველოპერი ან უბრალოდ ინტერესი გაქვთ. ასევე ძალზე სასარგებლოა როდესაც სხვა ოპერაციული სისტემის შემოწმება გსურთ. ასეთ დროს არ გიწევთ სისტემის ინსტალაცია მყარ დისკზე, უბრალოდ ქმნით მას ვირტუალურად.
სისტემის ვირტუალიზაციის ერთერთი ღირსება არის დაცულობა. გამომდინარე იქედან, რომ Guest ოპერაციული სისტემა იზოლირებულია Host-ისგან, ვირუსი, რომელიც შეიძლება მოხვდეს Guest ოპერაციულ სისტემაში, რჩება მასში და არ აზიანებს Host ოპერაციულ სისტემას, რადგან ვირტუალურ სისტემას არ შეუძლია მთავარ ოპერაციულ სისტემაში თავისი კოდი გაუშვას. ასევე შესაძლებელია შექმნათ "სქრინშოტები" ანუ ვირტუალური სისტემა პატარა ფაილად ჩაწეროთ და თუ თქვენს ვირტუალურ სისტემაში ვირუსი მოხვდა ამ "სქრინშოტით" დააბრუნოთ წარსულ დროში, როცა მასში ვირუსი არ იყო და ჩვეულებრივად განაგრძოთ მუშაობა. "სქრინშოტები" ასევე გაძლევთ საშუალებას, ვირტუალურ სისტემაში გაუშვათ ისეთი პროგრამები, რომელთა ლიცენზია არ გაქვთ და "ტრიალ" პერიოდი ძალზე მცირეა. ამ პერიოდის გავლის შემდეგ შეგიძლიათ ძველ "სქრინშოტზე" ჩატვირთოთ სისტემა და ათვლა თავიდან დაიწყება. ვირტუალურ სისტემას თუ მხოლოდ ინტერნეტში ძრომიალისთვის გამოიყენებთ, უბრალოდ გააკეთეთ ქსელის ნატირება, "ჰაკერს" რომელიც თქვენს სისტემას "ტეხავს" არ ექნება საშუალება თქვენი კომპიუტერიდან ინფორმაცია წაიღოს, რადგან ყველა საჭირო ფაილი ინახება Host სისტემაზე, თქვენ კი ინტერნეტთან დაკავშირებული ხართ Guest ოპერაციული სისტემით, ეს ორი კი ერთმანეთისგან იზოლირებულია (მთლად ნასას ჰაკერი თუა ეგ დაივიწყეთ რაც დავწერე

).
როგორ ხდება სისტემის ვირტუალიზაცია?Oracle VM Virtualbox, VmWare Player, VmWare Workstation და სხვა პროგრამების საშუალებით შეგიძლიათ სისტემის ვირტუალიზაცია გააკეთოთ. ამისათვის საჭიროა რომელიმე ზემოთხსენებული დააინსტალიროთ თქვენს სისტემაზე. ასევე აუცილებელია Guest ოპერაციული სისტემის iso "იმიჯი" ან DVD დისკი, რომელსაც უშვებთ დაინსტალირებულ ვირტუალიზაციის პროგრამაში. ვირტუალური სისტემის ინსტალაცია ზუსტად ისეთივე პროცესია, როგორც სისტემის ინსტალაცია მყარ დისკზე, უბრალოდ ბიოსის ნაცვლად ამ პროგრამას ხსნით და მასში აინსტალირებთ, უთითებთ ვირტუალური მყარი დისკის ზომას, ვირტუალური ოპერატიული მეხსიერების მოცულობას (აუცილებლად გაცილებით მცირე უნდა იყოს მთავარ სისტემაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ მეხსიერებას ვირტუალური სისტემა წაიღებს და მთავარ სისტემას არაფერი არ დარჩება) და ჩვეულებრივად ინსტალირდება.
https://www.virtualbox.org/wiki/DownloadsOracle VM Virtualbox (უფასოა)
მისი ინსტალაციის შემდეგ აუცილებლად გადმოწერეთ და გაუშვით Extension Pack (ვირტუალური დრაივერები)
http://download.virtualbox.org/virtualbox/...74.vbox-extpackhttp://www.vmware.com/products/workstation...vаluation.htmlVmWare Player (უფასოა)
http://www.vmware.com/products/player/play...vаluation.htmlVmWare Workstation (ფასიანია, მაგრამ შესაძლებელია გასაღები ინტერნეტში მოძებნოთ

)
როდესაც სისტემას დააინსტალირებთ, მასში აუცილებლად გაუშვით სამართავი პნელიდან Insert Guest Additons CD Image (Virtualbox-ის შემთხვევაში) ან VmWare Tools (VmWare-ს შემთხვევაში), რათა ვირტუალური დრაივერები გაეშვას Guest სისტემაში.
This post has been edited by sichinavailia on 23 Oct 2016, 23:45