საოცარი ხალხი ხართ
საპარლამენტო არჩევნებია, თუ მოწმედ მიგყავთ სასამართლოში?
ზოგს ჰგონია, რომ სახლმმართველს ირჩევს და დაბზარული კედელების ლესვა-შეღებვას სთხოვთ, წყალს, ყველს, პურს...
პარლამენტი, კანონებს წერს
და ისეთი კანონები უნდა წეროს, რომ ეს ავადმყოფურად ცენტრალიზებული სისტემა - დეცენტრალიზებული გახადოს, ადგილობრივი თვითმმართველობები გააძლიეროს, ცენტრის ჩარევა, აუცილებელ მინიმუმამდე დაიყვანოს
თვითმმართველობამ, ანუ ხალხმა, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ჯერ გზას გაიყვანს, სკოლას გაარემონტებს თუ წყალი უფრო უჭირს...
საკუთარ ბიუჯეტს, თავად გაანაწილებს და დაგეგმავს, თბილისზე რომ არიან მიჩერებული და გადაწყვეტილების მიმღები არავინაა
სასამართლოდან დაწყებული, უამრავი რეფორმაა გასატარებელი
ამ კანონებს დაგიწერს ბაკურ სვანიძე, რომელიც სისტემის რეორგანიზაციას შეუწყობს ხელს???
ესენიც დადიან და აბოლებენ საცოდავ ხალხს: ღობეს გაგიკეთებ, კბილებს ჩაგისვამ, ძროხას მოგიწველი, ქუსლებს მოგფხან.....................
* * *
კანონმა უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული მართვა და ადამიანის უფლებების დაცვა
რაც მთავარია, პარლამენტი არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც საგარეო და საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს
აქედან რომელი შეუძლია ბაკურას?