დღეს ქუთაისში (უნივერსიტეტში) ვიყავი.
მერიაა. ქუჩაა, უნივერსიტეტია, მაღაზიაში შევედი და იქაც კი ვიღაც ქოცლამარა აგიტატორობდა... 
 ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე: საკრებულოს წევრებმა აზრი გამოხატეს, მოწოდებები არ ყოფილა
თეონა გიორგაძე
18:05 | 26 ოქტომბერი, 2016
"ჩემმა კოლეგებმა სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და იმ დროს როცა იყო მოწოდება მე ჩავერთე და აღვკვეთე ეს. მოწოდება არ ყოფილა",-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა. 
მისი თქმით, სხდომის დასრულებს შემდეგ თავისუფალი სივრცეა და ვისაც შეუძლია დააფიქსირებს საკუთარ მოსაზრებებს და ეს დარღვევა არ არის.
"აზრის დაფიქსირებისათვის მას შემდეგ რაც სხდომა დამთავრდა, თავისუფალი სივრცე იყო და ბუნებრივია მათ თავისი პოზიცია დააფიქსრეს. იგივე შეეძლო გაეკეთებინა ყველას დარჩენილიყვნენ სხდომაზე და გაეკეთებინათ განცხადებები."-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალამა.
შეახსენებთ, რომ დღეს ქუთასის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა და ასევე ქუთაისის მერმა ღიად მოუწოდეს მოსახლეობას მხარი დაეჭირათ "ქართული ოცნებისთვის" მეორე ტურში.
არ რცხევია ამ ხალხს გემიდან გემზე სკუპის, ოღონდაც ადგილები შეინარჩუნონ... 
ნაცების დროს ნაცებზე აგიტატორებდნენ, ახლა ქოცები ჯერია, ხვალ რომ შალიკო მოვიდეს, შალიკისტები გახდებიან!... ხთფუი...  
 
        
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და  გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...