
საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში პრეზერვატივების (ვულკანიზებული რეზინის კონტრაცეპტივის) იმპორტი 52%-ით შემცირდა. იმპორტის სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში პრეზერვატივების იმპორტმა $426.2 ათასი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტი $894.8 ათასს შეადგენდა. სავარაუდოდ, იმპორტის შემცირება ამ პროდუქტის მოხმარებაზეც აისახა.
2010 წლიდან მოყოლებული საქართველოში პრეზერვატივების იმპორტის დინამიკა ასე გამოიყურება:
2010 წელი - $447 ათასი, ზრდა 24%
2011 წელი - $457 ათასი, ზრდა 0.2%
2012 წელი - $690 ათასი, ზრდა 50%
2013 წელი - $899 ათასი, ზრდა 30%
2014 წელი - $758 ათასი, კლება 16%
2015 წელი - $1.2 მილიონი, ზრდა 56%
2016 წელი (9 თვე) - $426 ათასი, კლება 52%
რაშია საქმე? რამე ახალი მეთოდი დაამუღამეს თუ აღარ სექსაობენ?
This post has been edited by UMTS on 27 Oct 2016, 15:11