შსს-ს წარმომადგენელი: ნარკომომხმარებელი აზიანებს არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სოციუმსაც
http://liberali.ge/news/view/25395/shsss-t...med-sotsiumsats„ნარკომოხმარებასთან მიმართებით პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ეს ადამიანი აზიანებს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, არამედ იმ სოციუმსაც, რომელშიც ცხოვრობს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლანა ცანავამ EMC-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე - „რა შეიცვალა იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკაში“ განაცხადა.
„ამ ეტაპზე ნარკოტიკების მოხმარება რჩება კვლავ სამართალდარღვევად. ამას აქვს თავისი მიზეზები. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლით, ადამიანს აქვს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და მას შეუძლია საკუთარ თავს შეუქმნას საფრთხე, მაგრამ ამ შემთხვევაში ნარკომოხმარებასთან მიმართებით პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ეს ადამიანი აზიანებს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, არამედ იმ სოციუმსაც, რომლეშიც ცხოვრობს.
ვიცით, რომ ნარკომოხმარება ზოგადად ადამიანში საკუთარ თვითკონტროლს სპობს, ძალიან მარტივი ხდება სხვა უფრო მძიმე სამართალდარღვევების ჩადენა, აქედან გამომდინარე საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა, მოითხოვს იმას, რომ ნარკომოხმარება იყოს კვლავ სამართალდარღვევა“, - განაცხადა ცანავამ.
დისკუსიაზე შსს-ს წარმომადგენელს გამოეხმაურა „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი პაატა საბელაშვილი.
„როდესაც საუბრობთ ადამიანის ცხოვრებაზე, არ შეიძლება ადამიანის აღწერა, როგორც გარშემომყოფებისთვის საფრთხისშემცველის და ა.შ.თქვენ შეიძლება არ იცნობთ ნარკომანებს, მე ვარ ნარკომანი და აქ რომ ვზივარ, არ მგონია, ვინმე ჩემგან საფრთხეს გრძნობდეს. მიუხედავად კრიმინალიზებული სტატუსისა და მიუხედავად იმ ღირსებისშემლახავი ქმედებებისა, რასაც თქვენი კოლეგები ჩვენ მიმართ ახორციელებენ, ჩვენ ღირსებას მაინც არ ვგარგავთ და ამ ბრძოლაში გაჩერებასაც არ ვაპირებთ", - აღნიშნა საბელაშვილმა.
პაატამაც კარგი პასუხი გასცა და აგერ კიდევ ერთი კარგი კომენტარი:
"ამათი ლოგიკა ზუსტად ეგეთია, პოტენციური დამნაშავეა თუნდაც უმუშევარი ადამიანი, დავიჭიროთ მაშინ ისინიც, დავიჭიროთ მთვრალი ხალხი, დავიჭიროთ მშიერი ხალხი და ა.შ...ბოლოს დაიჭერს ხალხი ამათ დედებს და რაც ეკუთვნით თავად გადაწყვიტეთ..."

***********************
ასევე ნარკოტესტირებაზეც
http://rustavi2.com/ka/news/59433სამოქალაქო სექტორი შინაგან საქმეთა მინისტრს იმ განკარგულებას ახსენებს, რომლითაც ნარკოტესტირებაზე სამართალდამცველებს შეზღუდვა უწესებდათ. არასამთავრობოების განცხადებით, ახალი რეგულაციები არ მოქმედებს.
ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრის იურისტი აცხადებს რომ, 2015 წელს გამოცემულმა ბრძანებამ, სამართალდამცავების მიერ იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე პირის უმიზეზოდ გადაყვანის ფაქტები ვერ შეამცირა. ამის ერთ-ერთ მიზეზად იურისტი ბრძანების მესამე პუნქტს ასახელებს, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნებისმიერი პირის ნარკოშემოწმებაზე გადაყვანის უფლება რჩება.
ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრის კვლევა 1 წლიან პერიოდს მოიცავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, ისევ ბუნდოვანი რჩება, ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი პირების დაკავების წესი. კვლევის ავტორები იმ პრობლემაზეც მიუთითებენ, როდესაც ნარკოშემოწმებაზე გადაყვანილი ადამიანის დაყოვნება ექსპერტიზის დაწესებულებაში, პოლიციის შენობაში ან საპატრულო პოლიციის ავტომობილში, საათობით ხდება.
2016 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში, შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა მხოლოდ 27%-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
This post has been edited by Dface on 20 Oct 2016, 18:30
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//