A10
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 34138
წევრი No.: 22948
რეგისტრ.: 7-September 06
|
#49141020 · 28 Oct 2016, 18:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აიიჰ, რა არის საკიტხავი? აიიჰ რას ამბობს იაღოვა. ეს ქოცები რა არაფერში ვარგიხართ ბლიად ესეთ სატოპკე თემას მე უნდა გიხსნიდეთ? უცხვირპირო უნიათოებო მართლა. წინა კარალეთის გმირი, გოჩაშვილი გარეთაა? თუ დაჭერილია ისევლე?
”ქართული ოცნება” - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კარალეთის შტაბში შეიჭრნენ და ჩვენს თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 16:51 28-10-2016 ”ქართული ოცნება” - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კარალეთის შტაბში შეიჭრნენ და ჩვენს თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ”ქართული ოცნების” ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს „ქართული ოცნების" კარალეთის შტაბში შეიჭრნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შტაბის თანამშრომლებს.
ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.
"ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს „არ აჰყვნენ მსგავს პროვოკაციებს“.
„დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მორიგი პროვოკაცია. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიჭრნენ „ქართული ოცნების" კარალეთის შტაბში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შტაბის თანამშრომლებს. დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა საკუთარი სახე, რომ ძალადობა, პროვოკაციები და მუქარა არის მათი მოქმედების სტილი."ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს არ აჰყვნენ მსგავს პროვოკაციებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში”, - ნათქვამია განცხადებაში. * * * ახალციხეში მომხდარ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ისინი მეორე ტურის წინ მსგავს ინციდენტს უარყოფითად აფასებენ.
მათი აზრით, თუ მას არ მოჰყვება დროული სამართლებრივი რეაგირება, ამან შესაძლოა დაძაბოს ვითარება უშუალოდ არჩევნების მეორე ტურის დღესაც.
„აუცილებელია, რომ სახელმწიფომ სათანადო რეაგირება გააკეთოს გამოძიების დაწყების მხრივ და რაც შესაძლებელია, დროულად გაატაროს საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტებში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისთვის. იმიტომ, რომ ზოგადად ამ ქვეყანაში ასე ხდება, რომ ხელისუფლებები და მისი მხარდამჭერები ძალადობენ ოპოზიციაზე და იშვიათად ხდება პირიქით,“ - აცხადებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, თუ დადასტურდა ინციდენტში გუბერნატორის მონაწილეობა, ამაზეც შესაბამისი ზომებია მისაღები.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე, მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს დღეს სამართლიანი არჩევნები.
„არის პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა მუქარის რამდენიმე შემთხვევა. ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. ამ მეორე ტურებისთვის იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი, მაინც მნიშვნელოვანი არის და საკმაოდ სერიოზული ფაქტებია ეს, რომელზეც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია რეაგირება სახელმწიფო უწყებების მხრიდან,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ. * * * ბადრი ბასიშვილი - კარალეთის ინციდენტის პროვოცირება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახდინეს 18:04 28-10-2016 ბადრი ბასიშვილი - კარალეთის ინციდენტის პროვოცირება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახდინეს კარალეთის ინციდენტის პროვოცირება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახდინეს, არსებობს შესაბამისი ვიდეო და აუდიო მასალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მომხდარ ინციდენტში გორის გამგებლის მოადგილეები და გამგეობის სხვა თანამშრომლები მონაწილეობდნენ, რომლებიც ,,ქართული ოცნების” შტაბში ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა შემთხვევით დააფიქსირეს. ბასიშვილი ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს.
,,ეს არის აბსოლუტურად ცრუ ბრალდება. პარტიის გორის ორგანიზაციის შტაბის წევრები იმყოფებოდნენ დევნილთა ჩასახლებაში, როდესაც ,,ქართული ოცნების” შტაბში შენიშნეს საჯარო მოხელეები, გამგებლის მოადგილეები, სამსახურის უფროსები, რაზეც ჩვენი შტაბის ერთ-ერთმა წევრმა მიუთითა, რომ ეს იყო კანონდარღვევა. მოგეხსენებათ, სამუშაო საათებში საჯარო მოხელეებს საარჩევნო შტაბში ყოფნის უფლება არ აქვთ. ამ მითითებას მათი აგრესია მოჰყვა. ფიზიკურად გაუსწორდნენ გორის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივან კახა ლობჟანიძეს. ეს ყვერლაფერი დააფიქსირა ტელეკომპანია ,,თრიალეთმა”, შეურაცხყოფა მიაყენეს გადამღებ ჯგუფსაც. კარალეთის ინციდენტის პროვოცირება მოახდინეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. არსებობს ვიდეო და აუდიო მასალაც”, - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა. ”ქართული ოცნების” ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს „ქართული ოცნების" კარალეთის შტაბში შეიჭრნენ და შტაბის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
--------------------
დედისტყვნა ბიძინას! მამისტყვნა კობახიძეს! საქართველოს დიდება და გამარჯვება!
|