
იყიდება ერთერთი საუკეთესო კომბინირებული საბუღალტრო და სადისტრიბუციო პროგრამა 1C, მას გააჩნია ყველა ის ფუნქცია რაც საჭიროა სადისტრიბუციო კომპანიის გამართულად მუშაობისათვის. ჯამში 20 მომხმარებელზე გათვლილი(დისტრიბუტორების ჩათვლით). სარეალიზაციო ფასზე გაცილებით იაფად (შეამოწმეთ მწარმოებლის ფასები). პროგრამის ინსტალაციას და პერსონალის მომზადებას აწარმოებს წამყვანი ბუღალტრული პროგრამების მწარმოებელი და 1C–ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში BDO Solutions.
ტექნიკური მონაცემები:IBS დისტრიბუცია – 5 მომხმაებელი
IBS დისტრიბუცია PPC ვენსეილერისათვის – 5 მომხმარებელი
IBS დისტრიბუცია PPC პრისეილერისათვის – 8 მომხმარებელი
IBS ბუღალტრია – 2 მომხმარებელი
1C საწარმოს ლიცენზია -1 ცალი
ფასი: 18'000 ლარი ვრცლად,
IBS დისტრიბუციასპეციალიზებული პროგრამული პროდუქტი უკვე მრავალი წელია როგორც საშუალო და მცირე, ისე მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიებს ეხმარება მართონ ბიზნესი ყველაზე ეფექტური გზით. „IBS დისტრიბუცია“ არის მზა გადაწყვეტილება, რომელიც შემუშავებულია ადგილობრივი სადისტრიბუციო ბაზრის მოთხოვნების მიხედვით და ეფუძნება წამყვან საერთაშორისო გამოცდილებას. ადვილად ინტეგრირდება ნებისმიერ ორგანიზაციაში, მარტივია შემდგომი ექსპლუატაციის დროს, ამცირებს დროისა და რესურსების დანახარჯებს, რაც დადებითად აისახება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. „IBS დისტრიბუცია“ უზრუნველყოფს: შეკვეთების ონლაინ მონიტორინგსა და პროდუქციის მიწოდების ოპერატიულობას, კლიენტების ლოიალურობის ზრდას, მაღალი ხარისხის ანალიტიკური ინფორმაციის საფუძველზე მენეჯერული გადაწყვეტილებების მარტივად მიღებას. პროგრამული პროდუქტი აერთიანებს საოფისე და მობილური ვაჭრობის პროგრამას. საოფისე ნაწილი „IBS დისტრიბუციის“ ბირთვია, საიდანაც იმართება სადისტრიბუციო ვაჭრობისთვის დამახასიათებელი ძირითადი პროცესები.
ანალიტიკა„IBS დისტრიბუცია“ გამოირჩევა მრავალფეროვანი რეპორტინგის სისტემით, რომელიც სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებს ეხმარება საჭირო ინფორმაციის სასურველი ფორმით მიღებაში, ხოლო კომპანიის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენია საქმიანობის შედეგების ოპერატიული შეფასებისა და დროული გადაწყვეტილებების მისაღებად.
რეპორტები მოქნილი და მარტივად აწყობადია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისთვის სასურველი მონაცემები გამოიტანოს როგორც დიაგრამის, ისე ცხრილური სახით. რეპორტების ავტომატური მიღება შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე, წინასწარგანსაზღვრული პერიოდულობით.
მარკეტინგული აქტივობები„IBS დისტრიბუცია“ საუკეთესო ინსტრუმენტია მრავალფეროვანი მარკეტინგული იდეების რეალიზებისთვის. მისი მეშვეობით შესაძლებელია: ფასდაკლებების დადგენა კლიენტების კატეგორიების ჭრილში, საჩუქრებით წახალისება შეძენილი პროდუქციის თანხის, რაოდენობისა და წონის მიხედვით როგორც საჩუქრის, ისე ფასდაკლების სახით.
მობილური დისტრიბუციის პროგრამაში ავტომატიზებული მარკეტინგული აქტივობები ამცირებს შეცდომის რისკებსა და სავაჭრო აგენტის მიერ შეკვეთაზე დახარჯულ დროს. მენეჯერს დროის ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიიღოს რეპორტები განხორციელებული აქციების შედეგების შესახებ.
მარაგების მართვაპროგრამაში არსებული მექანიზმები კომპანიას საშუალებას აძლევს შეამციროს შეკვეთისა და შენახვის დანახარჯები. ოპტიმალური ნაშთების დაგეგმვა ხორციელდება მოთხოვნის, მინიმალური ნაშთებისა და მიწოდების პირობების საფუძველზე.
მობილური დისტრიბუციის პროგრამიდან ოპერატიულად მიღებული შეკვეთებისა და მათი ჯგუფური დამუშავების საფუძველზე, მესაწყობე სავაჭრო მოწყობილობის დახმარებით, უმოკლეს დროში აგროვებს შეკვეთებს, რაც განაპირობებს პროდუქციის დროულ მიწოდებას.
საწყობის მობილურ მუშაობას უზრუნველყოფს როგორც სპეციალურად საწყობისთვის შექმნილი მარტივი ინტერფეისი, ასევე მოსახერხებელი შიდა საბეჭდი ფორმები.
მიწოდების მანქანების ტევადობის მიხედვით, „IBS დისტრიბუცია“ განსაზღვრავს მანქანების დატვირთვის ოპტიმალურ ვარიანტს. ასევე უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტაციის ჯგუფურ ატვირთვას შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
„IBS დისტრიბუციაში“ შესაძლებელია დაფიქსირდეს კლიენტისთვის გადაცემული ინვენტარის (თაროები, მაცივრები, სპეციალური აპარატები) აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის ფორმირება.
მარშრუტების დაგეგმვასუპერვაიზერის მიერ ხორციელდება სავაჭრო აგენტების მარშრუტების დაგეგმვა პერიოდებისა და სავაჭრო ობიექტების ადგილმდებარეობის მიხედვით, რაც განაპირობებს საწვავთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას. შესაბამისი განრიგი აისახება მობილური დისტრიბუციის პროგრამაში, რაც უზრუნველყოფს სავაჭრო აგენტის მიერ მარშრუტების დაგეგმვაზე დახარჯული დროის გამოთავისუფლებას და ეხმარება გეგმიური ვიზიტების განხორციელებაში. რეპორტინგის საშუალებით შესაძლებელია შესრულებული და შეუსრულებელი ვიზიტების კონტროლი.
მობილური დისტრიბუციის პროგრამაში მხარდაჭერილია GPS კოორდინატების დაფიქსირების შესაძლებლობა შეკვეთის აღების მომენტში. მიღებული მონაცემების საფუძველზე, სპეციალური სერვისებისა და სხვადასხვა ფორმატის ფაილების საშუალებით, შესაძლებელია ვიზიტების კოორდინატების იმპორტი სადისტრიბუციო კომპანიის ერთიან GPS სისტემაში.
მობილური ვაჭრობამობილური ვაჭრობის პროგრამა შემუშავებულია როგორც Windows Mobile-ის, ისე Android-ის ოპერაციული სისტემისთვის. პროგრამის ვერსია Android-ის პლატფორმაზე უზრუნველყოფს სხვადასხვა გაფართოების ეკრანთან მუშაობას, თითების მოძრაობით გამოსახულების მასშტაბირებასა და ცხრილების ვიზუალის შეცვლას, რაც სავაჭრო აგენტისთვის განსაკუთრებით კომფორტულს ხდის სამუშაო პროცესს. პროგრამის საშუალებით სრულად ავტომატიზებულია სავაჭრო აგენტის მიერ განხორციელებული ოპერაციები, იგი გამოირჩევა ფართო შესაძლებლობებით და ითვალისწინებს მობილური ვაჭრობისთვის მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:
სრულყოფილი ინფორმაცია ობიექტებზე, ვალებსა და გაყიდვების ისტორიაზე;
ფასდაკლებებთან და პრომო აქციებთან მუშაობის მოქნილი სისტემა;
სავაჭრო აგენტის მიერ პირადი სალაროს კონტროლი;
სალარო-საკასო აპარატის შედარებითი ანალიზი აგენტის სალაროსთან;
გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი;
მერჩენდაიზერის ავტომატიზაცია, ობიექტების ფოტოგრაფირება;
ოფისიდან დავალებების გაგზავნა;
ელექტრონული სასაქონლო ზედნადებისა და სხვა დოკუმენტების ადგილზე ბეჭდვა;
მონაცემთა გაცვლა (GPRS, Wi-fi);
მობილური ვაჭრობის პროგრამა გამოცდილია წამყვან სადისტრიბუციო კომპანიებში და მუდმივად ვითარდება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
კავშირი „IBS ბუღალტერიასთან“„IBS დისტრიბუცია“ ინტეგრირებულია „IBS ბუღალტერიასთან“, რაც განაპირობებს სავაჭრო და საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას ერთიან სააღრიცხვო გარემოში.
დისტრიბუციის პროგრამაში ასახული სავაჭრო ოპერაციები ავტომატურად აისახება ცალკე საბუღალტრო ბაზაში, მომხმარებლისთვის სასურველ ანგარიშებზე.
ინტეგრაცია„IBS დისტრიბუცია“ შემუშავებულია „1C: საწარმოს“ პლატფორმის ბაზაზე, რაც განაპირობებს მისი შესაძლებლობების უწყვეტ განვითარებას საერთაშორისო გამოცდილებით. პლატფორმის შესაძლებლობიდან გამომდინარე, მარტივად რეალიზებადია უცხოელი პარტნიორებისთვის რეპორტების მომზადება სხვადასხვა ფორმატში. პროგრამა ღიაა სხვა სააღრიცხვო სისტემებთან ინტეგრაციისთვის.



This post has been edited by zaza1908 on 3 Nov 2016, 17:52