უნდა მიხვიდე მოწესრიგებული და არ დააგვიანო.
შეიძლება ლოდინი მოგიწიოს, ამიტომ წინასწარ გაითვალისწინე და შესაბამისად დაგეგმე დღის გრაფიკი.
წინასწარ დაამუშავე და ჩამოაყალიბე სავარაუდო კითხვებზე პასუხი, განსაკუთრებით მაშინ, თუ გასაუბრება უცხო ენაზე ჩატარდება. სარკეში ივარჯიშე. მოიძიე კომპანიასა და მის საქმიანობაზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.
არ ვგულისხმობ ტყუილების შეთხზვას, უბრალოდ, იმ მომენტში რომ დაიწყო აზრების დალაგება, დიდი ალბათობაა დრო დაკარგო და სავარაუდოდ ვერ ეტყვი ისეთ პასუხს, როგორიც გინდოდა, ან შეიძლება დაიბნე და ა.შ. ასეა ეს, გგონია რაღაც ძალიან კარგად იცი და საქმე საქმეზე რომ მიდგება, სტრესულ გარემოში იბნევი. ამიტომაა მომზადება საჭირო.
ასევე, წინასწარ მოიფიქრე არსებითი და საქმიანი კითხვები. შეიძლება გასაუბრების ბოლოსკენ გითხრან, რამე კითხვები ხომ არ გაქვთო.
Victory loves preparation
სანამ სასაუბროდ დასხდებით, მობილური ტელეფონი გამორთე ან ხმას ჩაუწიე.
აყვანის კრიტერიუმები:
- განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისობა. არც underqualified არ უნდა იყო და არც overqualified.
- მოტივირებულობა და აქტიურობა. უნდა დაარწმუნო, რომ ნამდვილად გსურს მათთან მუშაობის დაწყება, ცხადია ზრდილობის ფარგლებში.
- ნუ იქნები ზედმეტად თავდაჯერებული და არ დაუწყო დამსაქმებელს ჭკუის სწავლება. მართალიც რომ იყო, ხალხს ეს აღიზიანებს.
- კრეატიულობა, ოღონდ მათთან შედარებით საკუთარი უპირატესობის ხაზგაუსმელად.
- მოითხოვე ადეკვატური ხელფასი. შეიძლება ძალიან გიჭირს და იმ მომენტში 200 ლარიან ანაზღაურებაზე მართლა ხარ თანახმა, მაგრამ მეტისმეტად დაბალ ხელფასზე თანხმობა დამსაქმებელში ეჭვებს იწვევს. ხოლო ძალიან მაღალის შემთხვევაში დაგეგმილ ბიუჯეტს აცდები და რომც დაგიმტკიცონ, ეს მომავალში მტრულად განაწყობს ზოგ კოლეგას.
- გარეგნობა, ხმის ტემბრი და ინტონაცია, სოციალური სტატუსი. შეეცადე დატოვო სასიამოვნო, უკონფლიქტო, მეგობრული ადამიანის შთაბეჭდილება, ოღონდ ნუ გადახვალ ფამილიარობაში.
დანარჩენს HR-ები დაამატებენ.