#49148493 · 29 Oct 2016, 20:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც აღმოჩნდა საქმე უსერიოზულეს სკანდალთან გვაქვს. მოდით თანმიმვდევრულები ვიყოთ და ქრონოლოგიურად მივყვეთ გამოჟონილ მწირ ინფორმაციას: ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქმე ეხება მონაცემთა ბაზებთან წვდომის პრობლემას. რომელიც თავის მხრივ საქართველოს მოქალაქეების იმ კაეგორიას ეხება რომლებიც საზღვარს ID ბარათებით კვეთავენ. ზუსტად ამიტომ ჩაიკეტა საზღვარი მხოლოდ თურქეთთან და არა ნებისმიერ სხვა ჩვენს მეზობელთან. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტი ჭირდებათ. ზუსტად აქ დაიწყო ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც დადასტურების შემთხვევაში მთლიანად დაანგრევს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას. როგორც ჩანს საქმე ეხება წულუკიანის უწყების მიერ უზარმაზარი რაოდენობით დაბეჭდილ ყალბ პირადობის მოწმობებს – ID ბარათებს. რომლებიც განკუთვნილი იყო საარჩევნო კარუსელების დასატრიალებლად და “ქართულმა ოცნებამ” პირველ ტურში შესანიშნავად განახორციელა ეს კრიმინალური სპეცოპერაცია. მაგრამ, ძალიან ბევრი აღმოჩნდა ის პირი რომელმაც დამატებითი სარგებლის მიღება მოინდომა და საქართველო-თურქეთის საზღვარი ამ გაყალბებული პირადობის მოწმობებით გადაკვეთა. რამაც შესაბამისად სერიოზული პრობლემები და სკანდალი გამოიწვია თურქული მებაჟეების და სპეც სამსახურების რიგებში. როგორც ჩანს ამ სკანდალის თავიდან ასაცილებლად ქართულმა მხარემ სრულად ჩაუკეტა წვდომა მონაცემთა ბაზებთან თურქული მხარისთვის. რის შედეგადაც ვერცერთი საქართველოს მოქალაქე ID ბარათით ვეღარ ახერხებს თურქეთში შესვლას. იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ ქართულმა მხარემ გააკეთა განცხადება: “პრობლემა ორშაბათისთვის მოგვარდებაო”. ანუ, მიუხედავად სერიოზული სკანდალის საშიშროებისა მავანნი მაინც ვერ ელევიან არჩევნების გაყალბების ამ ინსტრუმენტს და კვირას დანიშნული მეორე ტურები იგივე მეთოდით უნდათ გააყალბონ. მხოლოდ ამის შემდეგ გაწმინდავენ მონაცემთა ბაზებს და აღუდგენენ თურქულ მხარეს ID ბარათების ბაზებთან წვდომას.
აი, რა მოულოდნელად იჩინა თავი კრიმინალურმა ფაქტმა. თან ისეთი მხრიდან საიდანაც საერთოდ არ ელოდნენ ქოცები. ას პროცენტიანი სანდოობით ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია. მაგრამ, იმდენად საგანგაშო ინფორმაციაა, რომ ოპერატიულად საჭიროებს მაქსიმალურ ჩარევასა და მხილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ სკანდალმა შესაძლებელია მთლიანად დაანგრიოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია და ამხილოს ქართული ოცნება არჩევნების ტოტალურად გაყალბებაში.
--------------------
სადაც ნაკლები ჯარია,იქ მეტი სიმამაცეა
Cxovreba gaseirnebaa,Samudamo Dzilis Win...
|