კაროჩე მეტროდან გამოვედი და დავდექი შესასვლელთან... გარეთ სიგარეტის მოსაწევად..
ერთი ბიჭი მოვიდა შავებში ჩაცმული... ყველაფერი შავი ეცვა.. და ზანგი იყო თან.. შავი თმები.. შავი თვალები..
შავი კანი... შავი საათი.. შავი ტანსაცმელი.. შავი ქუდი..
მე მეცვა ცისფერი კურტკა.. ამერიკის დროშებიანი ელასტიკი.. ცისფერ ფიფქებიანი ნასკები და ვერცხლისფერი ბოტასები...
ხოდა ვდგავარ..
მოვიდა და კრუგი დამარტყა... მე მუსიკას ვუსმენდი...
და ვერ წარმოვიდგენდი თუ რამე უნდოდა... მეგონა
თავის პონტში იყო და ეგრე დადიოდა.....რაღაცას აკვირდებოდა თითქოს... მე არ გავეცი ხმა და წავიდა....... და ბიჭო უცებ ვგრძნობ თავზე ცეცხლი
წამეკიდა... და გამეცინა... მეთქი სადაა და მიმოვიხედე..
ძებნა დავუწყე... იქვე იდგა ბევრი ხალხი ირეოდა მეტროს
გამოსასვლელში.. და დავინახე..
ეს ცეცხლი ხო მიკიდია.. ხოდა.. რო მოვძებნე .
იმანაც დამინახა.. და მოვიდა ისევ..
მოვიხსენი ნაუშნიკები და 1 ღერი სიგარეტი მთხოვა..
გავუწოდე.. მერე სანთებელა მთხოვა..
ამოვიღე და მოვუკიდე...
ცოტა ქარი იყო.. და გვიქრებოდა..
მარა მოვუკიდეთ...
კაი კარგათ მეთქი.. და წამოვედი ასე თავზე ცეცხლწაკიდებული...