მეგობრებო,
მოდით ლირიკისა და პატრიოტული სადღეგრძელოების გარეშე შევაფასოთ სიტუაცია.
და მაინც რა ასეთი სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა?
ჩამოვწეროთ პუნქტობრივად:
1. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საერთოდ უნდა ამოღებულ იქნას მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთის და ს.ოსეთის დამოუკიდებლობას და რუსეთი ცნობს. და იყოს ასეთი სტატუს ქვო სადამდეც იქნება.
როგორც ობამა იტყოდა "ჩვენ გვაქვს შეურიგებელი პოზიციები რიგ საკითხებზე, რომელიც ხელს არ უშლის სხვა საკითხებზე მოლაპარაკებას".
-1. აქტიური კონფრონტაციისა და "დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის" პირობებში ეს საკითხი ზუსტად ისეთივე გაყინული იქნება, როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. სააკარდის პატრონებმა ხომ დაგვიბარეს "სტრატეგიული მოთმინებაო" ანუ სხვა სიტყვებით "მოლჩიტე ვ ტრიაპოჩკუო." ჰოდა შედეგის ეფექტურობის თვალსაზრისით ერთი და იგივე - 0 შედეგია ამ მხრივ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ათწლეულების საკითხია.
რუსეთთან მოლაპარაკებისას ამ საკითხების ამოგდებით კი დამატებითი მოკლევადიანი პუნქტების მოგება შეგვიძლია
------------------------------
2. ნატოში ინტეგრაციის სურვილზე უარის თქმა. ოღონდ ეს უარი არ უნდა ნიშნავდეს აუცილებლად "ნეიტრალიტეტს" ან სამართლებრივ გარანტიებს არ გაწევრიანების.
საგარეო პოლიტიკური მანევრირების მთელ სპექტრს ვიტოვებთ "რეზერვში", უბრალოდ დიპლომატიური აქციონების და ჟესტების ენიდან ვაგდებთ სიტყვა ნატოს.
ევროპაში ინტეგრაციას ვიყენებთ "მოკრძლაბულად" და აქცენტს ვაკეთებთ რეგიონულ და დსთ-ს ფარგლებში თანამშრომლობაზე.
დსთ-ში ვბრუნდებით რაღა თქმა უნდა

-2. მსოფლიო გეოპოლიტიკურმა კონსტელაციამ ცხადად აჩვენა, რომ Obama 1 and Obama 2 ვადებში ნატოზე საუბარიც კი ზედმეტია. ეს 2016 წლამდე. 2016 წლის შემდეგ კი ან ვირი მოკვდება და ან ვირის პატრონი ისეთი სისწრაფით ვითარდება მოვლენები. ისმის კითხვა რატომ უნდა შევიზღუდოთ თავი "მკვრადშობილი" მიზნისთვის მანევრირების საშუალების შეზღუდვით? სისულელეა არა? ნამდვილად.
ამასთანავე ეს ხელს არ უშლის ამერიკასთან სტრატეგიულ თანამშრომლობას ზუსტად ისევე, როგორც აქამდე.
თუ ამერიკას სურს ეს რეგიონი - მაშინ მოუწევს "პოპოტეტ".
------------------------------------------------------------
ორი მთავარი პოლიტიკური პუნქტის შემდეგ შევეხოთ ქვემდებარე საკითხებს:
- რუსული პოლიტიკურ-საარჩევნო დისკურსის ლეგიტიმაცია საქართველოში და მათი საპარლამენტო უმცირესობაში ან კოალიციაში მოსვლა. ასევე მათი ეფექტური მართვისა და დაზღვევა/კონტროლის მექანიზმებით ლენგლიდან

- სრული დიპლომატიური, კულტურული და სოციალური ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან.
შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში და თუ კარგად გავყიდით ზემოთ მოხსენებულ პუნქტებს მოლაპარაკებისას, ასევე ეკონომიკური ბენეფიტები:
- უვიზო რეჟიმის შემოღება რუსეთთან;
- ექსპორტისა და იმპორტის თავისუფალი რეჟიმები. რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქტისთვის;
- (შედარებით) იაფი ნედლეულის ფასები (ნავთობი, გაზი)
და სხვა ნაკლებად მასშტაბური, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ბენეფიტები.
-----------------------------------------------
და რაც მთავარია ეს ყველაფერი არანაირად არ ნიშნავს იმ მცირედი მონაპოვარის ნიველირებას, რაც დასავლეთის მიმართულებით მოძრაობისას მივიღეთ.
ევროპის კავშირი პირიქით მიესალმება ჩვენ ასეთ "კომპრომისულ" ნაბიჯებს რუსეთთან და ასეთი აშკარა კონფრონტაციული კერის განეიტრალებას მის უშუალო საზღვართან. და იმდენად, რომ გაცილებით უფრონ მეტი ლგოტებიც შეიძლება მივიღოთ მათგან.
ამერიკას მოუწევს შეგუება ჩვენი "ბალანსის" და "სტავკების" აწევა მაგიდაზე.
სააკაშვილის უაპელაციო და კონფრონტაციულ/იდიოტური სტილი - ამერიკას კარტ-ბლანჟს აძლევს ისე გვათამაშოს, როგორც მოესურვება. ასეთი "რასკლადი" უნდა შეიცვალოს.
-------------------------------------------------
სამწუხაროდ სააკაშვილის ამას ვერ შეძლებს.
და სწორედ ამიტომ, დღეს ის მუხრუჭია საქართველოსთვის.
მან თავისი დადებითი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში - მოახერხა რა თვისობრივი გარღვევა, როგორც სახელმწიფოებრიობის, ასევე დინამიზმის და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
მაგრამ ის დღეს არის მუხრუჭი, ბალასტი საქართველოსთვის.
თავისი ნაციონალური, აგრესიული და "ერთპლანიანი" და უშედეგო პოლიტიკით.
სწორედ სააკაშვილის ბევრად უფრო "ძლიერ" და "ავტორიტარულ" სახელმწიფოს ჭირდება დაბალანსებული და უემოციო ლიდერი. რომელიც შეძლებს სწორედ ეფექტურ მანევრირებას იმპერიების შუაში.
საქართველოს დღეს სააკაშვილის წასვლა ესაჭიროება. სასურველია არჩევნებით და არა აშკარად პრორუსული კანდიდატით.
არსებული სისტემა სახელმწიფო უნდა შენარჩუნდეს.
-----------------------------------------------------
დაივიწყეთ ომი, დანგრეული სახლები, ლტოლვილები, დახოცილები და ასე შემდეგ.
ეს არაფრის მომტანია პოლიტიკაში.
ჩვენ პოლიტიკა სუფთა ფურცლით უნდა დავიწყოთ.
აბა რას იტყვით?
This post has been edited by Codex on 14 Feb 2010, 15:59