მოგესალმებით, მინდა აკვარიუმის დადგმა და მჭირდება თქვენი დახმარება, როგორც ინტერნეტში ძიებით გავარკვიე საკმაოდ დელიკატური თემაა და თავიდანვე სწორად უნდა დაიგეგმოს რომელი ტიპის თევზებს ვიყოლიებ.
შერჩეული მაქვს შემდეგი სახეობები (თუმცა მათი ერთად თანახცხოვრების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს)
1. გუპი
2. გურამა
3. ანცისტრუსი
4. ოქროს თევზი
მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ამ თევზების საერთო გარემოში თანაცხოვრება. გრუნტის მომზადება, როგორი ფილტრი შევარჩიო, რა დამჭირდება ტემპერატურის რეგულირებისათვის, ღირს თუ არა წყალმცენარეებზე ფიქრი? ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით რომ აკვარიუმი მაქვს 25-30 ლიტრიანი, მრგვალი.
მაქვს სურვილი წყლის პატარა ლოკოკინებიც ვიყოლიო თუმცა ქართულ საიტებზე მათ შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიე.
ასევე საინტერესო იქნება თუ მირჩევთ ცივი წყლის თევზებს, რომელი სახეობები შეიძლება რომ ერთ საერთო პირობებში ვიყოლიო. შეიძლება ამათზე შევაჩერო არჩევანი, თუმცა ვიზუალურად დიდად არ მომწონს

ერთი ორი სიტყვით უჟანგბადო თევზებზეც მირჩიეთ რამე თუ არ დაგეზარებათ
მადლობა წინასწარ
This post has been edited by levanacom on 14 Oct 2016, 18:29