როგორ გამოვიმუშავოთ ფული ფივერზე: დეტალური გიდი
როგორ გამოვიმუშავოთ ფული ფივერზე: დეტალური გიდიარის შემთხვევები, როცა ადამიანები, მაგალითად ინტერნეტ მარკეტინგის სფეროში, ძალიან ბევრს შრომობენ, საქმეში სულსა და გულს დებენ, თუმცა ხდება ისე, რომ წარმატებას ვერ აღწევენ.
ამის მიზეზი შეიძლება უამრავი რამ იყოს. ერთ-ერთია ზედმეტად ადრე დანებება ან ფიქრი, რომ ეს შენი სფერო არ არის და სხვაგან აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.
რა ეტაპზეც არ უნდა იყოს თქვენი ინტერნეტ საქმიანობა, დამწყები ხართ თუ გამოცდილი, არავის აწყენს დამატებითი შემოსავალი.
დამატებითი შემოსავლის მიღებისთვის კი ერთ-ერთი საუკეთესი ადგილი, ფივერია.
როგორ გამოვიმუშავოთ ფული ფივერზე: დეტალური გიდი
რა არის ფივერი?
ფივერზე მომხმარებელი ათავსებს განცხადებებს, სადაც მყიდველის მაგივრად შეასრულებენ კონკრეტულ სამუშაოებს, სანაცვალოდ კი მიიღებენ 5$ს-ს
ფივერს ყოველთვიურად მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს და საიტზე სხვადასხვა ტიპის განცხადებები თავსდება. მაგალითად, საიტის სეო ოპტიმიზაცია, ლოგოს დამზადება, ბექლინკების გაკეთება, სეო აუდიტის ჩატარება, სოციალური გაზიარებების მომატება, სტატიების თარგმნა/წერა, ვიდეოების გადაღება, საიტის აწყობა, პრეზენტაციების დამზადება და კიდევ უამრავი სხვა სახის სერვისი.
როგორ გამოიყურება წარმატებული სერვისი ფივერზე.
ფივერის წარმატებული სერვისი
რიგში მყოფი 209 მომხმარებელი!
თუ ამ 209 მომხმარებელმა მხოლოდ 5$-იანი პაკეტი აიღო, განმთავსებელმა 1045 დოლარი გამოიმუშავა. ამ 1045$-ის 20% კი ფივერმა დაიტოვა.
სუფთა მოგება 836$ დარჩა.
საკმაოდ კარგია, ხო? თუ მოინდომებ და მომხმარებელს კარგ სერვისს შეთავაზებ შესაძლოა შენმა მოგებამ ზევითხსენებულს საგრძნობლად გადააჭარბოს.
უმთავრესი კითხვა, რომელიც მომხმარებელს უჩნდება არის:
მე რა შემიძლია, რომ მომხმარებელს შევთავაზო?! კარგად არაფერი გამომდის!
ეს აბსურდია, კარგად ძალიან ბევრი რამ გამოგდით. მომხმარებელს შეგიძლაით ისეთი მარტივი სერვისები შეთავაზოთ როგორიც არის:
5$-ად შენს ფეისბუქის გვერდზე ხუთ პოსტს დავდებ
5$-ად შენს საიტზე 5 კომენტარს დავტოვებ
5$-ად ლოგოს დაგიმზადებ
5$-ად რასაც გინდა დავხატავ
5$-ად ვიდეოს გადავიღებ ან არსებულს დავამონტაჟებ
5$-ად 3 პროფესიონალურ სურათს გადავიღებ
გარდა ამ ჩამონათვალისა, უამრავი მარტივი სამუშაოს შესრულება შეგიძლია, რომელიც საკმაოდ კარგ მოგებას დაგიტოვებთ.
თან, ერთდროულად შეგიძლია რამდენიმე განცხადების დამატება. მაგალითად, თუ წერა და ხატვა კარგად გამომგდის, შეგიძლია ორივე სერვისი განათავსო.
რაც შეეხება თანხის გამოტანას, ვიყენებთ ფეიფალს.
როგორ განვათავსოთ სერვისი ფივერზე?
ფივერზე სერვისის განთავსება საკმაოდ მარტივია, თუმცა აუცილებელია, რომ მარკეტინგულად მივუდგეთ საკითხს და სერვისს ხარისხიანი აღწერა და ეფექტური სათაური შევურჩიოთ.
რაც უფრო მეტი ადამიანი გახსნის ჩვენს განცხადებას, მეტი შანსია სერვისის გაყიდვის.
პირველ რიგში, შევავსოთ 4 უმნიშვნელოვანესი ველი
ფივერის კონფიგურაცია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომხმარებლისთვის რაიმე უნიკალურის შეთავაზება კარგია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბაზარზე, სადაც შესვლას ვაპირებთ მაღალი კონკურენციაა.
ამიტომ, როგორც სურათზე ერთი ვიდეოს ფასად მომხმარებელს ორს ვთაზაბოთ, შეგიძლიათ იგივე მარკეტინგი გამოიყენოთ.
მაგალითად, დაგიწერთ 2 სტატიას ერთის ფასად, დაგიმზადებთ 2 ლოგოს ერთის ფასად და ა.შ
დამატებითი სერვისები, გალერეა და მოთხოვნილებები
#1 პუნქტი: დამატებითი სერვისები
დამატებით სერვისებში, მომხმარებელს შეთავაზებთ შემდეგი სტილის წინადადებებს:
თუ 5$-ს კიდევ დამიმატებ, ვიდეოს ფონზე სიმღერას დავადებ
თუ 10$-ს დამიმატებ, 3 დღის ნაცვლად, ნამუშევარს 1 დღეში ჩაგაბარებ
თუ 5$-ს დამიმატებ, ამ ვიდეოს, შენს მაგივრად, იუთუბსა და ვიმეოზე ავტვირთავ
პრინციპი მარტივია.
მთავარია მომხმარებელი ანკესს წამოეგოს და უმარტივეს სამუშაოში, რომელსაც სულ რამდენიმე წუთი ჭირდება საკმაოდ მისაღები თანხა გადაიხადოს.
#2 პუნქტი: მოთხოვნილებები
ამ გრაფაში უბრალოდ ვუთითებთ მსგავს წინადადებას:
მოგესალმებით! გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისით. იმისათვის რომ დავიწყო მუშაობა მჭირდება შემდეგი ინფორმაცია (ჩემს შემთხვევაში ვკითხავ რა ტიპის ვიდეო უნდა და რა ტექსტი გამოვიყენო)
გაითვალისწინეთ: ძალიან კარგი იქნება თუ მყიდველის წერილს მიღებისთანავე (ან რამდენიმე წუთის/საათის დაგვიანებით) გამოვეხმაურებით. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, რომ მყიდველს ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება დარჩეს და სამუშაოს ხარისხიანად შესრულების შემდეგ, გავინაღდოთ 5 ვარსკვლავიანი შეფასება (სამომავლოდ ეს გამოგვადგება, რადგან ბევრი მყიდველი აკვირდება სელერის რეიტინგს).
#3 პუნქტი: გალერეა
ჩვენი პროდუქტისთვის მიმზიდველი სურათის (ვიდეო სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის) დამზადება აუცილებელია, რომ მაქსიმალურად ბევრი კლიენტი მოვიზიდოთ.
fiverr.com[B][/B]
* * *
რეგისტრაციის ლინკია გამომუშავებული ფული შეგიძლიათ გადარიცხოთ ფეიფალზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მომწეროთ აქ რეალურად შეიძლება მუშაობა რაღაც სიაფანტი საიტი არაა და მინიმუმ თითო დავალებაში შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 5 დოლარი
https://www.fiverr.com/s2/fb5686c8e3 This post has been edited by irakli199115 on 4 Nov 2016, 15:34
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)