მძინარე პითონმა გამოიღვიძა ანუ სააკაშვილის
„ეპოქა“ დამთავრდა, ახლა ბოკერიას "ეპოქა" იწყება!
მოხდა მოსახდენი - ზუგდიდმა „სამ ასოზე“ გაუშვა ნაციონალების კანდიდატი, სანდრა რულოვსი. ეს შედეგი „ნაციონალებისთვის“ აღმოჩნდა მოულოდნელი, თორემ ლოგიკურად ასეც უნდა მომხდარიყო. ფულისმოყვარე ამომრჩეველმა აიღო ფული და დანარჩენი, სადამდეც გაქაჩეს თავიანთი რესურსი (შეპირება, დაშინება, დაშანტაჟება, მოტყუება) სულ ის იყო, რა შედეგიც პირველი ტურის შემდეგ დაიდო. ახლა უკვე ახლიდან გახდა იმავე სამუშაოს ჩატარება საჭირო, მაგრამ ფსიქოლოგიურად გატეხილებსა და ფინანსურად წუწკებს, სავარაუდოდ, თვითონვე აღარ ეხალისებათ ჰაერზე ფულის ფანტვა. ამომრჩეველს, რა, ფეხზე ჰკიდია ვიღაც ჰოლანდიელი ქალი, რომელსაც ქმარი ძებნილი და თანაც უკრაინის მოქალაქე ჰყავს, შვილები კი ამერიკისმოქალაქეები.
უარჰყო სანდრამ მე-2 ტური და პარტიული სიით შევა პარლამენტში, რა პრობლემაა, მაგრამ სხვათაშორის, სანდრა რულოვსი პარლამენტში შევა თუ არ შევა, ესეც საკითხავია. ირმა ინაშვილთან ერთად საპარლამენტო უფლებამოსილებას არ გავიყოფო - ეს ყურით მოთრეული მიზეზია, ფესვები რომ სხვა მხარეს უნდა მიემართებოდეს, ბუნებრივია.
გადავხედოთ „ნაცმოძრაობის“ იმ ბირთვს, რომელიც სრულიად საქართველოზე იყო წამომჯდარი, ვინ არიან და სად არიან?
მიხეილ სააკაშვილი - ოდესაშია გაქცეული; ახლაიებიდან, ერთი ძმა „მატროსოვზეა“, მეორე -გაქცეულია; ივანე მერაბიშვილი და გიგი უგულავაც „მატროსსკაია ტიშინას“ იზიარებენ; მეორე ახალაია (დათა), ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, ერეკლე კოდუა, მეგისი ქარდავა და ა.შ თავიკაცები გაქცეულები არიან.
ადგილზე მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ მოქაქანე თავები არიან, „შპანა“, ჩვეულებრივი `შესტიორკები~, არადა, ვიღაც მაინც ქოქავს მოვლენებს - არეულობებს, გამოსვლებს, შეკრებებს, პროვოკაციების სხვა და სხვა გამოვლინებებს. ლოთბაზარა გივია, აკუკი, თავფიცარა კაკო, ხალადეცა ნუგზარა და მისთანები რისი მაქნისენი არიან უთავოდ, თავი კი არ ჩანს. დიახ, არ ჩანს ბევრი რამის თავი, იმთავითვე „რუხ კარდინალად“ და „მძინარე პითონად“მონათლული გიგა ბოკერია! მართლაც რომ ჩასაფრებული პითონივით გაწოლილა პოლიტიკურ დაფაზე და პაიკებად იყენებს „ნაცმოძრაობიდან“ თავის წილად მოპოვებულ რესურსს. უბრალოდ, საქმე იმაში უნდა იყოს, რომ ცრუ-ს გამოზრდილმა სანდრამ არ „თოხლა“ ვერაგი ბოკერიას დასაყვედრებელი ლუკმა „აი, ხომ ხედავ, ჩვენ შეგათრიეთ პარლამენტში, თორემ წაგებული გაქვს ზუგდიდიო“...
აქვე აღსანიშნავია გიგა ბოკერიას მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის სიტყვები, რომელიც სწორედ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაწერა საქვეყნოდ: `ოთხი წელია არ დამისვენია და უცებ ვიღებთ ოდესიდან ბრძანებას ღვინის ჭიქით (`ჩამოვალ, ჩამოვალ, ჩამოვალ _ არ ჩამოვალ შემდეგ), რომ თურმე ჩვენ მიშას გარეშე “`ნულები“ ვართ და უნდა ბარიკადებზე დავდგეთ იმიტომ, რომ ის ასე თვლის. დადგეს და დავთვალოთ ვინ უფრო „ნულია“, ჩვენ _ მიშას გარეშე თუ მიშა _ ჩვენს გარეშე"!
მთაში იციან თქმა „უჩუმარის ნაცშიაო ცხრა მაშხალა ანთიაო“ -რამდენია მაშხალა უნთია ბოკერიას, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ის არის, რომ ფაქტობრივად, დამთავრდა სააკაშვილის ეპოქა და იწყება ბოკერიას ეპოქა, კაცისა, რომელიც ბევრად უფრო საშიში გველგესლაა, ვიდრე უფრიკინე სააკაშვილი.
ბოკერია მართვადა და მართავს პროვოკაციებს; ეს შურისმაძიებელი კაცი ხლართვდა და ხლართავს არეულობებს როგორც ქვეყანაში, ისე ადამიანებს შორის თავისივე ე.წ გუნდში. ქალბატონი თეო ტლაშაძე აცხადებდა, რომ გიგა ბოკერიას მუშაობის სტილში ასინეთობაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
იგი არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე, საკუთარი გუნდის წევრებზეც ითხოვდა გარკვეული ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ძირითადად პირად ცხოვრებას შეეხებოდა.
გიგა ბოკერია ის პიროვნებაა, რომლის შესახებაც ორ სიტყვას ვერ იტყვის კაცი, ორ სიტყვად მხოლოდ ქვეთავებად დახასიათდება. ვთქვათ: „გიგა ბოკერიას წვლილი 2008 წელს პროვოცირებული აგვისტოს ომის საქმეში“; `გიგა ბოკერიას წვლილი ე.წ „ციხის ბუნტის“ საქმეში; გიგა ბოკერიას წვლილი გლდანის ეკლესიის დარბევაში; გიგა ბოკერია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ; გიგა ბოკერიას როლი 2007 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევაში; გია ბოკერიას სცენარი `ორი პატრიარქი; გიგა ბოკერიას როლი სულხან მოლაშვილის წამებაში; გიგა ბოკერიას ბოროტი როლი ტელე-მედიაში; და ა.შ ბევრი თემა...
ნოემბრის აქციების დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა კატასტროფის მოახლოება იგრძნო, ვანო მერაბიშვილს სასწრაფოდ მოსთხოვა „იმედის“ გათიშვა. ივანე მერაბიშვილმა სააკაშვილს შესთავაზა „იმედში“ ჩანერგილი საკუთარი აგენტურის მეშვეობით შიგნიდანვე მოეხდინა არხის პარალიზება. პრეზიდენტი დათანხმდა მერაბიშვილს. შს მინისტრი ცალკე კაბინეტში გადიოდა ერეკლე კოდუასთან, დათა ახალაიასთან და ამირან მესხელთან ერთად, რათა ამ სპეცოპერაციის დეტალები დაემუშავებინათ, თუმცა, მერაბიშვილს არ დასცალდა, რადგან კაბინეტში აღელვებული გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი შეიჭრნენ. გიგა ბოკერიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და სააკაშვილს მოსთხოვა, რომ „იმედში“სპეცრაზმი გაეგზავნა და ასე აღეკვეთა არხის მაუწყებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოკერია თავისი გუნდით ოპოზიციაში გადასვლით დაემუქრა.
სააკაშვილისთვის ბოკერიას გუნდის ოპოზიციაში გადასვლა არანაკლები უბედურება იყო ვიდრე რევოლუცია - მას ხელისუფლება ჩამოეშლებოდა და აშშ-ისა და ევროპის კეთილგანწყობას დიდწილად დაკარგავდა.
სააკაშვილმა, ალბათ, ეს ყველაფერი გაიაზრა, რადგანაც, ის ბოკერიას უყოყმანოდ დათანხმდა. სწორედ ამის შემდეგ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს „იმედის“ დარბევა და იქ მომუშავე ჟურნალისტების სამაგალითოდ დასჯა...
ფერიის მთაზე ტაძრის დანგრევის გამო დღემდე არავის აუღია პასუხისმგებლობა, თუმცა, ტაძრის დანგრევის ბრძანების გამცემი ირაკლი ოქრუაშვილმა დაასახელა, მან ღიად განაცხადა ეთერში, რომ ფერიის მთაზე ტაძრის დანგრევის გადაწყვეტილება გიგა ბოკერიამ მიიღო...
სხვათაშორის, გიგა ბოკერია იყო პატრიარქს რომ უთხრა, არც შენი სიკვდილია პრობლემაო...
მოკლედ რომ ვთქვათ, არსებული რეალობით „ნაცების“ #1 პერსონა ბოკერიაა, რომელიც თბილისშია და რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილი, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერც ფეხებს მოჭამს და ვერც ყვ...ბით დაკიდებს. როგორც ვთქვით, სააკაშვილის „ეპოქა“ დამთავრდა, ახლა ბოკერიას „ეპოქაა“...
„საერთო გაზეთი“
გიორგი ჩხეიძე
http://tb24.ge/politika/item/3165-%E1%83%9...B%E1%83%90.htmlრეებს ბედავენ ნაძირლები
საზოგადოება ვითარდება და ბნელობიდან გამოდის ზუსტად ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან.
(C) Augusto Pinochet