სალამი ყველას,
ესეთი პრობლემა მაქვს.
გარდაიცვალა ოჯახის წევრი , რომელსაც ქონდა სამომხმარებლო სესხი ბანკში(დაახლოებით 8000 ლარამდე).
შემთხვევიდან რამდენიმე დღეში შევიტანეთ განცხადება ბანკში, ერთი თვის შემდეგ რაღაც ცნობები მოგვთხოვეს და ყველაფერი მივიტანეთ.
პასუხი სადაზღვეოდან კი ეხლა მოვიდა(გასულია სამი თვე).
რომ დავაზუსტო კიდევ დეტალები. სანამ სესხს აიღებდა ქონდა გაკეთებული გულის მცირე ოპერაცია ერთი წლით ადრე და ეს მოყავთ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად.
თქვენი დახმარება მჭირდება. მაინტერესებს რა გზებით შემიძლია ვიბრძოლო?