http://www.ipress.ge/new/50191-moldovis-sa...di-komplimentiaმოლდოვის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელმა იგორ დოდონმა, რომელიც ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსწონს და სურს პუტინის მსგავსი პოლიტიკა განახორციელოს,-ამის შესახებ დოდონმა გამოცემა "რადიო თავისუფლების" ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
" ვფიქრობ, რომ ეს კომპლიმენტია ჩემთვის", - განაცხადა დოდონმა ჟურნალისტის კითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის ლიდერის მსგავსი პოლიტიკოსი გახდეს.
პოლიტიკოსმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის „გაძლიერდა სახელმწიფოებრიობა და პატრიოტიზმი“.
"ბუნებრივია, ასევე მინდა, რომ მოლდოვაში სიტუაცია შეიცვალოს, რათა ხალხს მისი მომავლის სჯეროდეს, როგორც რუსებს რუსეთის მომავლით სჯერათ", - განაცხადა იგორ დოდონმა.
როგორც ცნობილია, მოლდოვაში, 13 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოლდოვის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, იგორ დოდონი და მემარჯვენე ლიბერალური პარტიის "აქცია და სოლიდარობის" წარმომადგენელი, მაია სანდუ დაუპირისპირდებიან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნების პირველ ტურში დოდონმა ხმათა 48,52% დააგროვა, ხოლო სანდუმ- 38,14%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ადგილობრივი დროით, 21:00 საათზე დასრულდა. ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 48.9% შეადგინა, რაც 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაახლოებით 2% -ით ნაკლებია. ყველაზე დიდი აქტივობა კიშინიოვში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - გაგაუზის ავტონომიურ ტერიტორიულ ერთეულში. ცესკო-ს ცნობით, ყველაზე დიდი აქტივობა 56-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებს შორის იყო.
შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ოცი წლის შემდეგ, პირველად პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს. მოლდოვაში პირდაპირი წესით ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 1996 წელს ჩატარდა.
.