#49179825 · 2 Nov 2016, 21:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, ფორუმელებო. მესაჭიროება თქვენი დახმარება. მაქვს კომერციული ფართი, სადაც წლების მანძილეზე იყო თონე და აფთიაქი (მდგმურები). გადავწყვიტე ჩემით დავიწყო ბიზნესი, ჯერჯერობით თონე, რათა საწყისი თანხა დავაგროვო აფთიაქისთვის. ისეთი ადგილია, ახლომახლო არცერთია და არც მეორე, ქალაქში, დიდი უბანია და ძალიან გაუხარდათ უბნელებს, როცა ვუთხარი. საწყისი თანხა 5000 ლარი მჭირდება. ქართული თონე მინდა და განსხვავებული გარემი, სადაც მყიდველს თვითონ შეეძლება დააკვირდეს და ისწავლოს. ტურისტები სულ არიან, ისეთი ადგილია და აინტერესებთ ასეთი რამეები. მოკლედ, დაფინანსების მოძიება მინდა და რა შეგიძლიათ მირჩიოთ? თონის გარდა ნატურალური ქართული პროდუქტი მინდა იყოს პირდაპირ სოფლიდან. წინასწარ გმადლობთ.
|