ჩვენი კომპანია გთავაზობთ სპეციალურ ვებ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია სამშენებლო კომპანიის გაყიდვების მენეჯერისათვის.
ვებ პროგრამის მეშვეობით თქვენი კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტი, უფრო მარტივად და მოხერხებულად შეძლებს კლიენტთა კლასიფიკაციას და შეხვედრების ორგანიზებას, ვებ პროგრამა საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერი ადგილიდან თვალი ადევნოთ გაყიდვების დეპარტამენტის საქმიანობას.
ვებ პროგრამის მოკლე აღწერა
კლიენტების ბაზა (თქვენ შეგეძლებათ დაამატოთ და შეცვალოთ კლიენტების პერსონალური ინფორმაცია: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ოჯახური სტატუსი, და ა.შ, შეგიძლიათ მიუთითოთ მაკლერი, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია თქვენს კომპანიას)
შეხვედრების ბაზა (კლიენტების მიხედვით ამატებთ შეხვედრებს, უკვე დასრულებული შეხვედრები ინახება ბაზაში, შეხვედრის შეფასებით და განხილული თემით. ასევე თქვენ საშუალება გაქვთ დაგეგმოთ შეხვედრა და მოქნილი კალენდრის მეშვეობით ადვილად დათქვათ შეხვედრები კლიენტებთან.)
მაკლერების ბაზა (თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მაკლერები, და იოლად მართოთ მაკლერების მიერ მოყვანილი კლიენტები)
კლიენტების ჯგუფები (შეგიძლიათ შექმნათ კლიენტების ჯგუფები, და განახორციელოთ კლიენტების კლასიფიკაცია, რაც ძალიან დაგეხმარებათ კლიენტებისათვის მათზე მორგებული ბინის შეთავაზებისათვის.)
SMS და MAIL გაგზავნა (თქვენ შეგიძლიათ პროგრამიდან გააგზავნოთ SMS კლიენტებთან თქვენი კომპანიის ბრენდირებული სახელით, ასევე შესაძლებელია MAIL-ის გაგზავნაც.)
საჩუქრების ბაზა (შესაძლებელია საჩუქრების დამატება, და შეხვედრის დასრულების შემდეგ შეხვედრების დეტალებში კლიენტისათვის გადაცემული საჩუქრების მითითება)
ჩანაწერები (გაყიდვების მენეჯერს შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი სახის ჩანაწერი)
სტატისტიკა და რეპორტი (გაყიდვების მენეჯერის უფროსს ვებ პროგრამის საშუალებით ნებისმიერი ადგილიდან ექნება საშუალება მიიღოს დეტალური ინფრომაცია ახალი კლიენტებისა და შეხვედრების შესახებ).
ასევე შესაძლებელია სურვილისამებრ დაამატოთ სასურველი ფუნქციები.
ვებ პროგრამა უკვე დამზადებული და დატესტილია.
10 ნოემბრამდე მოცემულ პროგრამაზე განსაკუთრებით დიდი ფასდაკლებაა, პროგრამის შეძენის შემთხვევაში სრულიად უსასყიდლოდ დაგიმზადებთ ინფორმაციულ ვებ გვერდს თქვენი კომპანიისათვის.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
t.sinjaradze@egonet.com.ge
596 128 002