#49050810 · 16 Oct 2016, 11:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეხლა არ დამცინოთ, ეგრე კარი გვერდზე რო მდგარიყო გოლიც გავიდოდაო.
არაა ეს თემა ნაცების წაგებაზწე და ქოცების მოგებაზე.
არამედ პარლამენტის (ზოგადად კანონების) ადგილსა და როლზეა ჩვენს ცხოვრებაში.
2016 წლის არჩევნები ჩატარდა ორი ქართული კანონის მიხედვით. ზოგადად არც თაჩსქრინი არც ლიფტი და არც კანონი არ მოგვიგონია ქართველებს, სხვის მოგონილს ვხმარობთ და მადლობა მათ, რომ გვაჩუქეს ცივილიზაცის ეს უკომფორტულესი გამოგონება - კანონი ( ლიფტი და აბეესი, ასფალტი და ფეიბოქსი, კონსერვი და მაცივარი)
დავუბრუნდეთ კანონს. რომელსაც კი ვხმარობთ როგორც თაჩსკრინს და ლიფტს, მაგრამ მათგან განსხვავებით რაღაც ჩვენი ხიმანდრობა გვინდა რომ ჩავდოთ - ქართული დემოკრატიის მსგავსად (მანამდე გარბაჩოვმა მოიგონა - საბჭოთა დემოკრატია, კრტეტინობა რათქმაუნდა, დემოკრატია ერთია)
აი კანონები რომლებმაც ფორმირება მოახდინა 2016 წლის არჩევნების. ნუ აბრალებთ ხალხს პოლიტიკოსებო, დააბრალეთ საკუთარ თავს. შედეგი ისაა, რაც თქვენ ეშმაკურად მოწკურული თვალებით დაგეგმეთ წლების წინ.
1. გამსვლელი ბარიერი 5% 2. მაჟრიტარული არჩევნები და მათი უუზარმაზარი წილი საბოლოო პარლამენტში.
აი, წარმოიდგინეთ, რომ იგივე ხალხი, იგივე განწყობებით, შიშებითა და იმედებით რომ დაგვეტოვებინა და შეგვეცვალა ადრე ( სიტუაციური ამოცანა) ეს ორი კანონი.
ბარიერი ყოფილიყო 3% ხოლო მაჟორიტარული არჩევნები საერთოდ გაგვეუქმებინა, ან სიმბოლური რაოდენობა გადვეტოვებინა, ვთქვათ 7 და არა 40.
რას მივიღებდით?
საბოლოო რასკლადი 85/15 ზე კი არ იქნებოდა
არამედ 50/25/12/12 ან რაღაც ასეთი.
ეს მოგვცემდა თვისებრივად ახალ პარლამენტს, ნამდვილ ძველბერძნულ ფორუმს, ინტელექტის ჭიდილსა და კონკურენციას, რთულ და ამავე დროს სტაბილურ ორგანიზმს. ცეცხლსა და წყალში ნაწრთობ კანონებს.
ხალხს ნუ გვიკიკინებთ, თქვენი ბრალია ასეთი ცაში გამოკიდებული ციკლოპი რომ მივიღეთ. ხალხმა მოზომილი არჩევანი გააკეთა, თქვენ კი
პოლიტიკოსებო
1. უგულვებელყვეთ ჩვენი მიცემული ხმების 20% (5%-ით 3%ის ნაცვლად) 2.ზედმეტი ძალა მიეცით აგრესიულად მორჩილ უმრავლესობას (მაჟორიტარების უარაპროპორციულად დიდი წილის გამო, უსუფაშვილის 11% და ვიღაც გოგიჩაიშვილის მოგება ილუსტრაციაა)
ჩვენ არ ვდეგრადირებულვართ. თქვენ შექმენით დრაკონული ( ხელისუფლების სასარგებლო) კანონები, ასე რომ წიკეთ ახლა. მინამ მორიგ ზღართანს მოადენთ.
პ.ს.
ხომ არ ვუშველოთ პარლამენტარებს და მეორე ტურში ეგ უსამართლობა ხომ არ გამოვასწოროთ? მარტო ნაცები არიან ქოცების მოწინააღმდეგედ მეორე ტურში?
This post has been edited by axalirevolucia on 16 Oct 2016, 12:45
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|