ჩინეთი რომ დიდი, სერიოზული და ანგარიშგასაწევი ძალაა - მტკიცება არ სჭირდება
ის უკვე დაინტერესდა კავკასიით, მაგრამ როგორც ამ სტატიაში ანალიტიკოსები ვარაუდობენ - რუსეთის ინტერესებთან დაჯახებას ერიდება და სავაჭრო პარტნიორობას ამჯობინებს
მაგრამ - შუა აზიაში, უკვე შეავიწროვა რუსული გავლენის სფერო, ასე რომ საინტერესოა, რა პერსპექტივა აქვს ჩვენთან
ეს სტატია 3 კვირის წინ გამოქვეყნებულა და ახლა უკვე ცნობილია, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, წლის ბოლომდე მოვაწერთ ხელს
ამიტომ, ეს სტატია ბევრად ოპტიმისტური იქნებოდა, ახლა რომ დაწერილიყო, თუმცა მაინც საინტერესოა
* * *
საქართველო, - ჩინეთის გზა კავკასიაში
საქართველოს შავი ზღვის პორტები, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ფასდაუდებელი აქტივებია ჩინეთის სავაჭრო ამბიციებისთვის, დააკავშიროს ევრაზიის შიდა ნაწილი და ევროპა.
რეზიუმე
საქართველოს მდგომარეობა კავკასიაში არასახარბიელოა - იგი რუსეთსა და დასავლეთს შორის არის მოქცეული, მისი მოსახლეობა კი უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ითხოვს. მმართველი კოალიცია, ქართული ოცნება, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, იძულებულია განვითარდეს ამ მოთხოვნების მიხედვით, დაუპირისპირდეს გაძლიერებულ პრო-რუსულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რასაც, დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულება ამწვავებს.
რუსეთის აგრესიისადმი შიშის მიუხედავად, ბევრს სჯერა, რომ დასავლეთ ევროპული ქვეყნები, განზრახ აფერხებენ თბილისის ევროკავშირსა და ნატოში შესვლის პერსპექტივას, რაც ქვეყანას აზიანებს.
ასე რომ, თბილისმა რუსეთთან დასაპირისპირებლად სხვა ძალებს მიმართა, ძირითადად თურქეთსა და ირანს, რომელთაც საკუთარი ინტერესები აქვთ მოსკოვის ძალაუფლების შესაკავებლად. მაგრამ, ბევრმა ქართველმა მაღალი თანამდებობის პირმა, პირფერობა დაიწყო სხვა ძალასთან: ჩინეთთან. საქართველოში, ჩინეთის სწრაფად მზარდი აქტივობა, წარმოშობს სამხრეთ კავკასიაში მესამე მოთამაშის გამოჩენის საინტერესო პერსპექტივას. თუმცა, საქართველოს დიდი იმედების მიუხედავად, რუსეთსა და ჩინეთს, დაპირისპირებისა ნაცვლად, მარტივად შეუძლიათ ითანამშრომლონ რეგიონში.
ანალიზი
ჩინეთს, კარგი სავაჭრო ურთიერთობები აქვს სამხრეთ კავკასიასთან და მსხვილი ინვესტიცია ჩადო რეგიონში, აზიასა და ევროპას შორის არსებულ მთავარ გზაჯვარედინზე. საქართველომ, უდავოდ მიიღო სარგებელი რეგიონით ჩინეთის დაინტერესებისგან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ბრუნვის მოცულობით, ჩინეთი, საქართველოს მესამე უმსხვილესი პარტნიორია, თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ და რუსეთზე ოდნავ წინ. მცირე შეფერხებით, ორმხრივი ვაჭრობა 2006 წლის $115 მილიონიდან - 2014 წელს 820$ მილიონამდე გაიზარდა.
2015 წლის მარტში, ჩინეთმა და საქართველომ დაწყებულად გამოაცხადეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი. საქართველოში ჩინეთის დელეგაციის ბოლო ვიზიტმა, დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები, ორივე ქვეყნისთვის კარგ დასასრულს უახლოვდება პოტენციური, ეკონომიკური უპირატესობებით. ამას, საქართველოს მთავრობა, უნიკალურ შესაძლებლობად მიიჩნევს, რომ ქვეყანა გახდეს ლოჯისტიკის ცენტრი და მიიზიდოს კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია.
თბილისის იმედები
ჩინეთის მიერ სამხრეთ კავკასიის დაფასება, ახალი ფენომენია, რაც გამოიწვია პეკინის მრავალ-მილიარდიანმა ამბიციურმა ფსონმა ინიციატივაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელშიც საქართველო და სამხრეთ კავკასია სტრატეგიულ როლს ითამაშებენ. საქართველოს შავი ზღვის პორტები, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ფასდაუდებელი აქტივებია ჩინეთის სავაჭრო ამბიციებისთვის, დააკავშიროს ევრაზიის შიდა ნაწილი და ევროპა.
ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, აგრესიული რუსეთის ჩრდილში მყოფი საქართველოსთვის ხელსაყრელი ცვლილებაა ხანგრძლივი და აუხდენელი სურვილის ფონზე - შეუერთდეს დასავლეთს. საქართველოს პრო-დასავლური ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აპირებს თავისი პოლიტიკური კურსიდან გადახვევას, მაგრამ, ამის მიუხედავად, საეჭვოა, რომ შესძლებს და უზრუნველყოფს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას.
ჩინური ინვესტიცია შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და თბილისს, რუსეთის რეგიონალური ძალაუფლებისგან თავისუფლად მოქმედების გარკვეულ ხარისხს მისცემს, განსაკუთრებით საკუთარი საზღვრების ფარგლებში. რუსული და სეპარატისტული ძალები, მუდმივად აფართოებენ სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, ძირითადად იმ იმედით, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი გზატკეცილის ინფრასტრუქტურას დაუახლოვდებიან.
პეკინი, დღემდე დისტანციას იცავს საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერს მის სუვერენიტეტს. თუმცა, საქართველოს ადგილი „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ ინიციატივაში, ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასთან ერთად, პეკინისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად გახდის მის სტაბილურობას და კიდევ უფრო დააკავშირებს ერთმანეთთან. ყოველ შემთხვევაში, თბილისს, ამის დიდი იმედი აქვს. საბოლოოდ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ჩინეთის ეკონომიკურ გავლენას, თან ახლავს პოლიტიკური ჩართულობა.
თანამშრომლობა თუ ურთიერთდაპირისპირება?
საქართველოსთვის სამწუხაროდ, იგი მხოლოდ პატარა ნაწილი იქნება ჩინეთის ინიციატივის - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“. ჩინეთის დელეგაციამ თბილისში სტუმრობასთან ერთად მოინახულა რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. პეკინი მეტ ყურადღებას მიაქცევს რეგიონს, მაგრამ, შესაძლოა, აქტიურად არ მოახდინოს სახსრების ინვესტირება საქართველოს უსაფრთხოებაში სამართალდაცვისა და კონტრ-ტერორისტული თანამშრომლობის მიღმა, განსაკუთრებით, თუ მისი ქმედებები რუსეთისას დაეჯახება.
მის დიდ პროექტებში, არსებობს სხვა მარშრუტებიც. უფრო მეტიც, მოსკოვსა და პეკინს მარტივად შეუძლიათ თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ერთმანეთის ინტერესების შევიწროების გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩინეთი უკვე საფრთხეს უქმნის რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას ცენტრალური აზიის ქვეყნებში. პეკინი, მათი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და უკვე წარმატებით ემუქრება მოსკოვის ტრადიციული გავლენის სფეროს. თუმცა, რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს ღიად არ დაპირისპირებიან ამ თანაბრად მნიშვნელოვანი რეგიონის გამო.
შესაძლოა, საქართველოს სურს ჩინეთი კავკასიაში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში, ჩინეთი, რუსეთს დაუპირისპირდეს.
http://oxygen.org.ge/Details/NewsDetails.aspx?fid=5034ძალიან კარგი ამბავი
http://fortuna.ge/chinettan-tavisufali-vac...s-dro-cnobilia/საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტი ჩინეთში გამართლ ბიზნესფორუმზე, სადაც ცნობილი გახდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დრო.
ფორუმს, რომელიც ჩატარდა „აბრეშუმის გზის ერთიანი ეკონომიკური სარტყელის“ პროექტის ფარგლებში, ქართველ გამომსვლელებთან ერთად, 90-მდე ჩინური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო მონაწილეებს. მან ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, აგრეთვე შეღავათიან სავაჭრო რეჟიმებზე, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, აშშ-სთან, დსთ-სთან და მსოფლიოს სხვა წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებთან ან სახელმწიფოთა გაერთიანებებთან.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა თბილისში გამართულ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდსა და მის შედეგებზე.
კერძოდ, მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის ჩატარება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, შესაბამისად, ჩინეთსა და საქართველოს შორის 2016 წლის ბოლოს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება სავსებით რეალურია.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)