დიდი საბჭოეთის მეგობარი ფიდელ კასტრო საბჭოთა საქართველოსაც სტუმრობდა.
ხრუშჩოვმა იგი საქართველოში, კერძოდ, გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფში მიიწვია. სუფრაც ქართულ, ტრადიციულ ყაიდაზე გაშალეს. ფიდელს განსაკუთრებით შებოლილი სულგუნი მოსწონებია და თურმე სურდა სულგუნის ოსტატების კუბაში წაყვანაც კი მოინდომა თურმე...ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ხრუშჩოვმა გულნატკენი არ დატოვა სტუმარი და ბრძანა გლეხებისგან შებოლილი სულგუნი შეესყიდათ და სტუმრისთვის გაეტანებინათ.
გლეხებმა, რომლებსაც შეიძლება არც ეჭაშნიკებოდათ სულგუნის გაყიდვა, მიჰყიდეს ყველის მარაგი საბჭოთა მოხელეებს.
სენაკში მყოფმა კასტრომ, დამშვიდობებისას, ხელი მაღლა ასწია და შესძახა "ვივატ, კუბა"! ამის გამგონე ერთმა მეგრელმა სევდიანად ჩაილაპარაკა, "ვავა, ცხაკაია".
საქართველოსთან ფიდელს კიდევ ერთი საინტერესო ისტორია აკავშირებდა. მას ქართველი ქალბატონი თურმე ისე მოეწონა, რომ კუბაში გადასახლებაც კი შესთავაზა.
ეს ქალბატონი საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორი, ულამაზესი ლია მიქაძე იყო. კუბის რევოლუციის ლიდერისა და ლია მიქაძის შესახებ ისტორიაზე საქართველოში საკმაოდ დიდხანს ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, თუმცა ჭორად ხმები ქალაქში მაინც დადიოდა...
1961 წელს 25 წლის საოცრად მომხიბვლელი გარეგნობის ლია მიქაძე (და უკვე საკმაოდ პოპულარული წამყვანი) ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ცნობილი კომუნისტი - პარტოკრატი, მოლოტოვი ხელმძღვანელობდა, კუბაში გაემგზავრა. ჯგუფში იყვნენ ხელოვნების გიგანტები: ვერა მარეცკაია, გიორგი ტოვსტონოგოვი, ოლეგ ეფრემოვი, აკაკი ხორავა, იონა ტუსკია... კუბა რევოლიციის ორი წლის თავს ზეიმობდა. ხოსე გრანტეს მოედანზე სამხედრო აღლუმი გაიმართა. ექვსი საათის განმავლობაში ახალგაზრდა ლიდერი, ფიდელ კასტრო მგზნებარე სიტყვით გამოდიოდა. იქ შენიშნა თურმე მან ლია მიქაძე და შემდეგ " ბონიტა, ბონიტას" ("ლამაზო") ძახილით ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას, კასტრო მაშინ უცოლო იყო, არც ლია იყო გათხოვილი, მაგრამ კასტროს შეთავაზებაზე უარი თქვა. მეორედ მათი შეხვედრა თბილისში შედგა.
მიმაგრებული სურათი