მართლაც გაუშრა რა უკვე ხალხს სისხლი ამ ლარ-დოლარის კურსებზე ნერვიულობით და მისგან მიღებადი დაუმთავრებელ-გაუთავებელი ზარალისგან...
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს, ხომ აშკარაა, რომ ლარს არაფერი არ შველის და ის უბრალოდ საუკეთესო სასპეკულაციო ფინანსურ ინსტრუმენტად რჩება ჰაერიდან და ხალხის ხარჯზე ფულის კეთების ბანკების და სხვა ფინანსური დაჯგუფებების თუ ცალკეული პირების მიერ...
ბანკების ე.წ. კომერციულ კურსებს გადახედეთ და ნახეთ რა ფულს აკეთებენ ისინი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ამის ხარჯზე, თანაც იურიდიული პირები (ანუ ბიზნესი, კომპანიები) შემდეგ ამას ცხადია თავის პროდუქცია-მომსახურების ფასებში სახავს და ანუ ეს ყველაფერი ისევ ხალხს ატყდება თავზე, ისევ მისი ასანაზღაურებელია...
მსოფლიოში ათზე მეტი ქვეყანა, ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკების მქონე, გადასულია დოლარზე და არც არაფერი, მშვენივრად აპრობირებული და გამოსადეგი მეთოდია ეს, როგორც ჩანს, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ფინანსური თვითმაზოხიზმით არ არიან დაავადებულნი...
ბოლო-ბოლო გარდამავალ საწყის ეტაპზე ის მაინც დაიშვას, რომ პარალელურ ბრუნვაში იყოს ეს ვალუტები და ადამიანებმა თავად აირჩიონ ხელფას-ანაზღაურებები რა ვალუტით მიიღონ გინდ საჯარო და გინდ კერძო სექტორში...
ვიმეორებ, ათზე მეტი ქვეყანა გადასულია უკვე კაი ხანია ამაზე და შეუძლებელი ამაში არც არაფერია, და ხალხიც ამ მხრივ მაინც დაისვენებს...
This post has been edited by kodeqsi on 3 Nov 2016, 19:52
მიმაგრებული სურათი
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...