#49192712 · 4 Nov 2016, 16:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე პატარა ქართველი ვარ კავკასიის მთების შვილი თამარ მეფის ნათესავი და დავითის (თარხანას) ბიძაშვილი
პ.ს. ბიძაშვილი რა უბრალოდ გაირითმა პ.პ.ს მე რა დავწერე რა ფ.ბ. ზე იდო პ.ს.ს. მე აწი დავწერ * * * საქართველოში წინათ მრავალი, ისტორიულად არწარმავალი, ვიდოდა მტრობა - გესლით მავალი, და სისინებდა (ქვეწარმავალი) დიდი თარხანი.
გალაკტიონი * * * ან ეს, დიდი მგოსნის, აკაკის...
კავკასიის ქედზე იყო (ამირანი) დიდ თარხანა მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული.
ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა, და რაღაცა მანქანებით წყლული ისევ მთელდებოდა.
ჰქონდა ჭირში მოთმინება: არც ჰკვესოდა, არც ოხვრიდა; უსამართლო ძლიერებას მონურად ქედს არ უხრიდა!
ბოლოს მაინც გამარჯვება დარჩა!.. ყველა გააოცა!.. - და ის ღვაწლი მაგალითად მიწის შვილთა მან გადმოსცა.
კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭვული (ამირანი) მოურავი არის მთელი საქართველო და მტრები კი ყვავ-ყორანი.
მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გასწყვეტს (გმირთა)დავით-გმირი!.. სიხარულად შეეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი!.. * * * დიდი რაფიელი, ერისთავი...
სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი, სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი, სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი. *** *** *** *** *** არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს თარხანას სხვა ქვეყნის ოლიგარქზედა!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს დავითას სხვა ქვეყნის პრეზიდენტზედა!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს მოურავს სხვა ქვეყნის ძიასემზედა!..
--------------------
...
|