მაპოვნინეთ დედა
გთხოვთ მაპოვნინოთ ჩემი ბიოლოგიური დედა. მე ვარ საქართველოდან ისრაელში წასული ებრაელი ნანა შრიერი ( ბავშვობის გვარი ცოციაშვილი). როგორც ვიცი 1968 წელს დედაჩემმა ახალშობილი მიმაბარა ქობულეთში ლენინის ქ.106 მანია ნანიკაშვილის ოჯახში ლუბა და შაფთაი კაკიაშვილებს. ქალბატონმა ლუბამ მეორე დღეს წამიყვანა ტყიბულში და ჩემი თავი გარკვეული თანხის ფასად გადასცა ჩემს გამზრდელი მშობლებს ალიოშა და რაია ცოციაშვილებს. ამ ხალხთან მე გავატარე რამოდენიმე წელი ტყიბულში ოქტომბრის ქუჩა 27. 1970 წელს მოხდა საშინელი ტრაგედია, ჩემი გამზრდელი დედა დაიღუპა ავტოავარიაში და დავრჩი ობლად. ამის შემდეგ ორი წელი ვიზრდებოდი საჩხერეში ბებიასთან და ბაბუასთან რახელ და სიმონ ცოციაშვილებთან. 1972 წელს ჩემი ოჯახი ემიგრირდა ისრაელში და დღემდე ბევრი კითხვა დამრჩა პასუხგაუცემელი.
მითხრეს რომ მეორე დღეს დედაჩემი მისულა იმ ოჯახში ჩემს წასაყვანად მაგრამ მე უკვე იქ აღარ ვყოფილვარ.
შეიძლება ეს ვერსია არასწორია მაგრამ მე მხოლოდ ეს ვიცი. თუ ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია გთხოთ გამომეხმაუროთ და მაპოვნინოთ დედა.
https://www.facebook.com/nanasdeda/posts/1474898569191130რავი იყოს აქაც ცოტახანი იქნებ ვინმე დაეხმაროს კიდეც
პ.ს.
მელოდიმენ რაღაც ძაან ირტყმეინები და

ჩემით დავხურავ 10 წუთში <3 :*