ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში - ურბანული კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის სფეროს ექსპერტების კრიტიკული შენიშვნები მიუღებელია.
საკრებულოს სხდომას ესწრება ასევე სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელმაც დეპუტატებს სხდომის გადადებისკენ მოუწოდა.
ამ განხილვის დღეს ჩატარება არის კანონის დარღვევა. 12 პუნქტიდან რომელიც ევროკავშირმა დაგვიბრუნა, ერ-ერთი პუნქტია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. აგვისტოს ბოლო და 31 დეკემბერი არის ცნობილი აქტივისტებისთვის, არის ცნობილი იმით, რომ ასეთი მნიშვნელობის საკითხები განიხილება. როცა არ ვართ ქალაქში და ხდება განხილვა საკითხების. თუ არ გადადებთ, მიიღებთ პროტესტს,“ - ამბობს ნატა ფერაძე.
მანამდე დეპუტატებს სატრანსპორტო პოლიტიკის სპეციალისტმაც მიმართა და ნაძალადევში დაგეგმილ მშენებლობაზე და იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ამ პროექტის განხორციელებას მოჰყვება.
ნაძალადევში 217 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე ნინო წილოსანის ოჯახისთვის მშენებლობის გაცემა აქვს განზრახული "ქართულ ოცნებას", სადაც პრაქტიკულად ახალი ქალაქის მშენებლობა იგეგმება.
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/...%83%91%E1%83%90.
უნდა აიკრძალოს ბიზნესმენების მიერ პარტიის დაფინანსება
ბიზნესმენი ისე არ დაგაფინანსებს თუ ორმაგად არ ამოიღო
ვინც პარტიას აფინანსებს მერე ის ბიზანესმენი იმ პარტიისგან საჩუქრებს ელოდება მიწების სახით და მშენებლობის ნებართვით სახით
ზუსტად აქაა კორუფციაა