უსაფრთხოების ჯებირების დამონტაჟების გამო მერიამ ელიზბარაშვილი 10 ათასი ლარით დააჯარიმა
დღეს, 21:15
http://rustavi2.com/ka/news/60637თბილისის მერიამ თამაზ ელიზბარაშვილი ვერეს ხეობაში, მდინარეზე უსაფრთხოების ჯებირების დამონტაჟების გამო სოლიდური თანხით დააჯარიმა. მდინარე ვერეს 16 მეტრიან მონაკვეთზე თამაზ ელიზბარაშვილმა დამცავი კონსტრუქცია რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟა.
ბიზნესმენის განცხადებით, საკუთარი სახსრებით დამცავის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სტიქიის შედეგად მონგრეული ჯებირის აღსადგენად მერიას რამდენჯერმე უშედეგოდ მიმართა.
თვითნებური გადაწყვეტილების გამო, რამდენიმე დღის წინ, თამაზ ელიზბარაშვილმა ქალაქის მთავრობისგან 10 ათას ლარიანი საჯარიმო უწყება და ჯებირის დემონტაჟის მოთხოვნა მიიღო.
თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ 10 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდას და დამცავი კონსტრუქციის დანგრევას არ აპირებს. ბიზნესმენი მერიას გადაწყვეტილების გასაუქმებლად რამდენიმე დღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
ამის პარალელურად, ბიზნესმენი აპირებს, დამცავი მოაჯირების მდინარე ვერეს მეორე ნაპირზეც დაამონტაჟოს.