მიხეილ სააკაშვილს დაჩაგრული და განაწყენებული კაცის სინდრომი აქვს
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. ეს ფაქტი განსაკუთრებით დამაჯერებელი გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ფსიქიკური აშლილობის კლინიკური გამოხატულება დოკუმენტალურად დაგვიდასტურა მისი ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა.
ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, "ჯორჯიან თაიმსს" მიაწოდა დოკუმენტი, რომელშიც დადასტურებულია მსოფლიოში ცნობილი წამყვანი ფსიქიატრების დასკვნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არა მხოლოდ არაადეკვატური, არამედ შეურაცხადი და საშიშიცაა.
ქალბატონმა, რომელმაც დოკუმენტი მოგვაწოდა, გვითხრა, რომ რვა ფსიქიატრის დოკუმენტი 5-გვერდიანია და მას მხოლოდ ნაწილი აქვს და ეს ნაწილიც ჩვენ გადმოგვცა. მან ასევე განგვიცხადა, რომ სრული დოკუმენტის ასლი აქვთ ლევან ვარშალომიძეს და გიგა ბოკერიას.
წყაროს თქმით, ფსიქიატრებმა მიხეილ სააკაშვილზე სერიოზული კვლევა ჩაატარეს. "სქემა, რომელიც ფსიქიატრებმა დაამუშავეს, სრულად ასახავს მიხეილ სააკაშვილის ქმედებას", _ განაცხადა პრეზიდენტის ოჯახის ახლობელმა ჩვენთან საუბრისას. მან ასევე დასძინა, რომ სააკაშვილის ფსიქიატრიული კვლევა არ ჩატარებულა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტი გახდა. ნაწილი ჩატარებულია გაპრეზიდენტებამდე, ნაწილი კი _ გაპრეზიდენტების შემდეგ.
გთავაზობთ რამდენიმე ფსიქიატრის კვლევას სტილის სრული დაცვით:
პროფესორი მერილენდ ტიმოტი ვანი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ფსიქიატრი-ფიზიონომისტია, ამბობს, რომ სააკაშვილის შინაგანი ენერგია გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მოზღვავებული ენერგიისა და არამდგრადი ჰორმონალური მდგომარეობის წყალობით, იგი მუდმივად დარჩება "პატარა მამაკაცად". მისი ფიზიოლოგიური კვლევის შედეგად, ტიმოტი ვანი მივიდა დასკვნამდე, რომ სააკაშვილი იცოცხლებს დიდხანს. ამაზე მეტყველებს მისი ფიზიონომიური მდგომარეობა, შუბლიდან დაწყებული ყელის მიდამოებით დამთავრებული.
ტიმოტი ვანი ამბობს, რომ მან განახორციელა კვლევა რამდენიმე ცნობილ ადამიანზე, რომლის ფიზიონომიურმა ანალიზმა ზუსტად დაადასტურა პიროვნების ხასიათი და მისი ბედიც. მისი აზრით, "მიხეილ სააკაშვილს ემოციური ხასიათი სულაც არა აქვს, იგი აგრესიული, იმპერატიული თვისებების მქონე ლიდერია. მას აქვს მიდრეკილება, ისწავლოს მუდმივად, კარგად აქვს განვითარებული მახსოვრობის უნარი. ის გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე დგას გონებრივი განვითარებით, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. ამის გამოწვევა ორ რამეს შეუძლია _ ძლიერ რადიაციასა და ძლიერ დეპრესიას. ცნობილია, რომ ძლიერი დეპრესია ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებს ან აქვეითებს, ან აძლიერებს სხვა ორგანოების დასუსტების ხარჯზე", _ ამბობს ტიმოტი ვანი.
ფსიქიატრ-კრიმინალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ვინოგრადოვი ამბობს, რომ "სააკაშვილი მუდმივი ჭაბუკია. მას აქვს ძლიერი ენდოკრინული, ჰორმონალური პრობლემები, რაც მის ქცევაზე მუდმივად აისახება. სააკაშვილის დაჯირკვლებული კანი, ხორკლიანი ენა შინაგანი დაავადებების შედეგია. ხშირად უსივდება ტუჩები, ებერება ყელის ძარღვები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმეზე გაბრაზებულია. ის ვერ ახერხებს დაიცვას ზღვარი სიბრაზესა და ემოციას შორის. ის მაქსიმალისტია, ან აგრესიული, ან... თუმცა ის არასდროს არაა მშვიდი. სააკაშვილი, თავისი დაავადებების გამო განიცდის სექსუალურ კომპლექსებს. მას სექსუალური აქტის პროცესის წარმართვა არ შეუძლია, მიდის აღგზნებამდე, მაგრამ აქტს ვერ ასრულებს. დაკომპლექსებულია საპირისპირო სქესთან ურთიერთობით. სავარაუდოდ, ეს ბავშვობიდან გამოყოლილი სინდრომია. სექსუალურ კომპლექსებს ხშირად გამოდევნის აგრესიის საშუალებით. ცდილობს, გამუდმებით ამტკიცოს, რომ ჭკვიანი სექსუალური ინდივიდია, თვალს აყოლებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, მათთან ყოფნის სურვილი კლავს, მაგრამ ეს სურვილი მერე ჟინში გადაუდის, რომლის გამოც ვერც თავად კმაყოფილდება და ვერც საპირისპირო სქესს აკმაყოფილებს. სააკაშვილის ემოციური აგრესია გადამდებია. სააკაშვილის ამბიციები წინ უსწრებს მის ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს. მისი საქციელი არასდროს არაა გამოწვეული განსჯისა და დაფიქრების შედეგად, ის ემოციებსა და ახირებებზე აგებს თავის ცხოვრებას. მიხეილ სააკაშვილს აქვს დაჩაგრული და განაწყენებული კაცის სინდრომი. მძიმე სიტუაციებში მოქმედებს იმპულსურად, რადგან რაციონალურად, გააზრებულად ქმედება მას არ შეუძლია. მისი ქმედება არ შეესაბამება რეალურ ვითარებებს. ის ყოველთვის მიდრეკილია, დადგეს სიტუაციაზე მაღლა. სააკაშვილის შინაგანი სამყარო ადეკვატურია მის ჯიბრიან ხასიათთან, არ შეუძლია აღიაროს შეცდომები, თუმცა ყოველთვის ისეთი სახე აქვს, თითქოს რაღაცის რცხვენია. რეალურად, მორცხვი ჭაბუკის სახე მისი ნიღაბია. მისი აკანკალებული ტუჩები მიუთითებს მის ნევრასთენიულ და გაუწონასწორებელ ხასიათზე. ამის გამო ძალიან გაუჭირდება და უჭირს კიდეც ერთ ადამიანთან ცხოვრება, შეგუება ოჯახის წევრებთან... მას არ ხიბლავს ოჯახური ატმოსფერო, ის მისთვის დამღლელია... ზოგადად, მისთვის სიმშვიდე დამღლელია. ასეთი ტიპის ადამიანი ვერ აზროვნებს და ვერ აგებს თავის ცხოვრებას თავის აზრსა და შეხედულებებზე, მას მუდმივად კარნახობენ. მიხეილ სააკაშვილი მუდმივად წააგავს ბიჭუნას, რომელსაც არ ძალუძს, გაანალიზოს თავისი ქცევები, ელოდება, როდის მოვა ვინმე უფროსი, რომელიც მასზე უფრო ჭკვიანია და თავზე ხელს გადაუსვამს. სააკაშვილი მუდმივ შექებას საჭიროებს. მასთან ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ ძალის პოზიციიდან. როგორც ექიმმა, შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილს არ აწყენდა ხელახალი ფსიქოტესტის ჩატარება, ეს უმტკივნეულო არ არის", _ ნათქვამია დოკუმენტში.
"ჯორჯიან თაიმსმა" გაარკვია, რომ სააკაშვილი ქართველ ფსიქიატრთანაც დადიოდა, რომელიც ძლიერ ანტიდეპრესანტებს აძლევდა და ბოლო ხანს მკურნალობა შეუწყვიტა. ქართველმა ფსიქიატრმა, რომელმაც ვინოგრადოვისა და ტიმოტი ვანის დასკვნა ნახა, განაცხადა, რომ ფსიქიატრიის შესახებ საქართველოს კანონის 28 მუხლის თანახმად, მას არა აქვს უფლება, ისაუბროს მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ მდგომარეობაზე, რადგან ეს კანონით დასჯადია. "ექიმი ვალდებულია, საიდუმლო დაიცვას. პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი მკურნალობისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში უშუალოდ ჩართული პირებისათვის. ინფორმაციის გაცემა კანონით დასჯადია, თუ იგი არ ექვემდებარება სასამართლო გადაწყვეტილებას", _ განაცხადა ფსიქიატრმა.
როგორც ცნობილია, ამგვარი ფსიქოსექსუალური და მანიაკალური გადახრები მსოფლიო დიქტატორებს ახასიათებდათ. მაგალითად, მსგავსი პრობლემები ჰქონდა ადოლფ ჰიტლერს. მიხელ სააკაშვილი, მისი გონებრივი თვალსაწიერიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელის მასშტაბებზე ვერ გავა, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში მინინაცისტური სახელმწიფოს მშენებლობისადმი მიდრეკილება მრავალჯერ გამოამჟღავნა. ამ დასკვნების შემდეგ უკვე ნამდვილად აღარ არის საოცარი საქართველოში განვითარებული ის მოვლენები, რომელნიც უშუალოდ სააკაშვილის ავადმყოფ გონებაში მომწიფდა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, ფაქტობრივად, შეიწირა.
ადოლფ ჰიტლერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამგვარი ფატალური ფინალი ასეთი დაავადებების მატარებელი ტირანებისთვის დამახასიათებელია და მსგავსი ფაქტები ისტორიაში იშვიათი არ არის.
http://geotimes.ge/_old/archive/index.php?...me&newsid=26747