სამი თვის წინ დავწერე, როცა ის პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში ჩაერთო:
"ის საკმაოდ არაკომპეტენტური და ბრიყვული განცხადებებით არის ცნობილი. საკმარისია Liz Truss gaffes დაგუგვლა - ჩვენებური წილოსან-ბოლქვაძის გაუმჯობესებული ვარიანტია. საერთოდ უქარიზმო, თუმცა ზეამბიციურია, ალბათ უფრო ანტისუნაკისტების ხმებს მიიღებს, ვიდრე საკუთარ მხარდამჭერებისას. მიჭირს წარმოდგენა, როგორც ლიდერმა მან როგორ უნდა მიიყვანოს პარტია მორიგ არჩევნებამდე და, მით უფრო, მოაგებინოს".
პოსტი#59433234 ამ პრიმიტივის ფონზე პარტიის მხრიდან მხარდაჭერას მიიღებდა სუნაკი, ინგლისელი რომ ყოფილიყო. თანაც როგორც ავი ენები ამბობენ, თრასის კარიერულ წინსვლაში საკვანძო როლი სარეცელმა შეასრულა: ის საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ურთიერთობაში იმყოფებოდა პარლამენტის წევრ მარკ ფილდთან, რომელმაც გაუკვალა გზა დიდ პოლიტიკაში. მათი ინტიმური კავშირი არავის საქმე არ იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - ამ დროს ორივე დაქორწინებული იყო. სკანდალის გამო თავად პრემიერ დევიდ კამერონს მოუხდა ბოდიშის მოხდა.
თრასი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ხანმოკლე პ/მ. ამ სასირცხვილო ლაქის მოშორებით გამოჩნდა, რომ ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემა უვიც ლიდერებს ვერ ინელებს.