'პარადი' ნამდვილად გვიყვარდა, მაგრამ აი ჯარისკაცებისა და რაკეტების რა მოგახსენოთ?!
ჩემ გარემოცვაში სხვა დვიჟენიები გვქონდა.
პირველ რიგში სამზადისი - რაც გულისხმობდა ფულის შოვნას.
საკუთარი დანაზოგები + ყველანაირი თავანის ჩაბარების თარიღი (მანეთი, ორი მანეთი, თუმანი ხომ ვაბშე...) სტროგად პარადის ემთხვეოდა.
ციგნები ხელგაშლილი გველოდებოდნენ ჩვენ, ... და ჩვენც (ბედნიერზე უბედნიერესები) მივიჩქაროდით მათკენ.
პირველ გაჩერება 'ჟუაჩკა' და ეს იყო: 'პედრო'. მერე გაჩნდა 'დონალდო', მერე 'ტურბო' (საღეჭი რეზინაც კი არ იშოვებოდა CCCP-ში)


შემდეგ ყველაზე დაძაბული და საინტერესო მომენტი დგებოდა

ფირმა სიგარეტის შეძენა.
მაგ დღეს 'გრეხი'იყო ჯიბეში სავეცკი ნაგავი რომ გდებოდა.
არავითარი 'კოსმოსი'! უკიდურეს შემთხვევაში სოხუმის ან კიშინიოვის 'მალბორო'
'ბატი ბუტი, ბორია გადაეტ და მამალოები' - ბაცნების გართობა იყო. ჩვენ კი სიამაყით ვამარიაჟედით: კენტს, ქემელს, მალბოროს, ჩესტერ ფილტრს..... დამსკი მორე და მსგავსი ხომ საერთოდ მარიაჟი იყო.




კარგი (ნორმალური) მზის სათვალის შეძენა მხოლოდ ციგნებთან შეგეძლო.
პირველი სერიოზული შენაძენი 7 ნოემბრის პარადზე ეს იყო

მართალია ცოტა დიდი მქომდა, მაგრამ ამაში არ ოყო საქმე...
მეორე სერიოზული შენაძენი 7 ნოემბრის პარადზე იყო ელექტრონული საათი - რომელიც მუსიკებს უკრავდა

მეორე დღეს ისტორიის მასწავლებლის სკამის ქვეშ დავკიდე და მაღვიძარას რეჟიმში ჩავრთე.
ის ვერ გავითვალისწინე, რომ თუ არ გამორთავდი, ყოველ 5 წუთში ახალ მელოდიას უკრავდა (16 მელოდია ქონდა)
გაგიჟდა ისტორიის მასწავლებელი. 45 წუთის განმავლობაში ვერაფრით ვერ მიხვდა თუ საიდან ისმოდა მუსიკის ხმა
შემდეგ მწვადი და ხინკალის დაგემოვნება.
მაგრად ასწორებდა როდესაც ბავშვი დიდების სახინკლეში შეხვიდოდი და ცხოვრებაში პირველად შეუკვეთავდი ხინკალს (ალკოჰოლს არ ვეტანებოდით ბავშვობაში)
ეეეეხ .... კარგი იყო პარადი
This post has been edited by wano on 7 Nov 2016, 14:28