თავდაპირველად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტალინი იყო ცუდი კაცი ნუ ჩვენთვის ქართველებისათვის ვინაიდან ისეთი იდეოლოგიის მიმდევარი იყო(მარქსიზმის) რაც არ ჯდებოდა ჩვენი ერის უმრავლესობის იდეოლოგიაში და ამის გამო პირველი რესპუბლიკის დროს კომუნისტებმა ძალიან მცირე პროცენტები აიღეს. ამის გამო ჩვენში მის მიმართ ინტერესი მცირეა ვინაიდან არ გვეამაყება უმრავლესობას კომუნისტი სტალინი თუმცა ეს იმას არ ნიშნავს უფლება მივცეთ უცხოელებს მიითვისონ სტალინი. ჯანდაბას მეორე პერიოდის სტალინი რომელიც ხალხს ხოცავდა პირველი პერიოდის სტალინს რაღას ვერჩით რომელიც ძალიან კარგ ქართულ ლექსებს წერდა? შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ პირველად ქართველი იყო შემდეგ გარუსდაო და რუს ერს გადავულოცოთ სტალინის საშინელებები ვინაიდან სანამ ქართულ გარემოში ცხოვრობდა წესიერი კაცი იყო ლექსებს წერდა და შრომობდა ხოლო რუსებმა გააკომუნისტეს.
არსებობს ასეთი ერი ოსი რომლებიც ყველაფერ ქართულს ითვისებენ მათ შორის აგერ მიწა ახლახან წაგვართვეს რუსებთან ერთად. არსებობს მეორე ერი რუსი რომელიც ისტორიას აყალბებს(მაგალითად ის თითქოს კიევის რუსეთი იყო მათი ქვეყანა). ამ რუსმა და ოსმა უზურპატორებმა დაიწყეს სტალინზეც სისულელეების წერა თითქოს ის იყო ოსი! თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი ვინაიდან ვიღაც კომუნისტი ბიძია მეკიდა მაგრამ შემდეგ მივხვდი ასე ერთ რაღაცას დაუთმობ შემდეგ სხვა რამეზე გადავლენ და საბოლოოდ ყველაფერს წაგართმევენ ასე თუკი ფეხებზე მკიდიაობით მიუდგები.
გამოვიკვლიე სტალინი და მივედი დასკვნამდე იგი იყო ქართველი როგორც წარმომავლობით ასევე პირველ პერიოდში ცნობიერებითაც შემდეგ გარუსდა როგორც ცნობიერებით ასევე გვარიც რუსულ სტილში აიღო სტალინი.
სტალინი იყო გვარად ჯუღაშვილი ამ გვარის გამო ვინაიდან ოსეთში არსებობს გვარი ჯუღაევი დაიწყეს წერა თითქოს ოსი იყო. მინდა შეგახსენოთ, რომ ოსეთში ბევრი სხვა ქართული გვარის მიმსგავსებული გვარებიცაა მაგალითად ჩიგოევი ამის გამო ჩიგოგიძეები რომლებიც გურიაში განთქმული ფირალები იყვნენ ოსები არიან? ასევე არსებობს გვარი დარჩიევი ამის გამო რა დარჩიები და დარჩიაშვილები ოსები არიან? მთლად ქართულ ფუძა გვარსად გეტყვით ცხოვრებოვები ამის გამო ცხოვრებობაშვილები და ცხოვრებაძეები ოსური გვარის მატარებლები არიან? ცხადია არა! ოსეთში ქართული გვარის მსგავსი გვარები რომლებიც რუსულ ოვზე ბოლოვდება იმის გამოა, რომ იქ ცხოვრობდნენ ქართველები რომელთა გაოსებაც მოხდა ანუ საქართველოდან ოსეთში ჩასახლებული ქართველები გაოსდნენ. თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ ქართველებს ოსეთში რა უნდოდათო მაგრამ კავკასიასი ხშირად ხდებოდა მიგრაციები ერთი ეთნიკური არეალიდან მეორეში ამის მიზეზი იყო სისხლის აღების ტრადიცია და თუკი ვინმე მოკალი სადმე შორს უნდა გადასახლებულიყავი. ასევე ოსეთი იყო ჩვეულებრივი დაქვემდებარებული მხარე საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგაც. რაღაც დროის მანძილზე იმერეთის სამეფოს ემორჩლებოდა და ქართლი ესარჩლებოდა შემდეგ ქართლმაც დაიკავა როგორც მახსოვს ხოლო იქ ხდებოდა ქართველი მეციხოვნეების ჩასახლება, ასევე ბერების, მღვდლების მოკლედ მთელი ქართული ინსტიტუციების.
სტალინი სტალინამდე იყო იოსებ ჯუღაშვილი. გვარი ჯუღაშვილი არის ქართული გვარი ამის თქმის უფლებას გვაძლებს ის, რომ სხვადასხვა ამ გვარის ფორმებიც არსებობს: ჯუღაძე, ჯუღელი, ჯუღელია, ჯუგაძე მოკლედ მრავალი ვარიაცია და ამ გვარების რიგი ვარიაციები ისეთ ადგილებში აღწევს მაქსიმუმს სადაც არათუ ოსების დიდი ჯგუფის სახლობა არამედ ცხოვრებაში ფეხიც, რომ არ ექნება ოსს დადგმული ისეთ სოფლებშია ათასობით ამ გვარის მატარებლები.
სიტყვა ჯუღი გვხვდება ძველ ქართულ ტექსტებში მერვე საუკუნის ტაო-კლარჯეთის ბიბლიაში, ისტორიულ მემატიანეებში და ა.შ.
მაგალითად ისო ზირაქი 50: "დღეთა შინა მისთა მოაკლდეს ჭურჭელნი წყალთანი, ვითარცა
ჯუღი სიმდაბლესა შინა ზღვისასა ზრუნვიდა ერისა თვისისა დაცემისათვის" B.
გვხვდება როგორც რაღაც სიტყვის აღნიშვნელი ასევე ადამიანის სახელწოდების მნიშვნელობითაც მაგალითად სარგის თმოგველის ნაწარმოებში "მითხარ თუ რა იციო? და არ უთხრა:
მერაბ და ჯუღი ორნივ"
გენეტიკური კვლევა ჩაატარეს რუსებმა და სტალინის გენომი აღმოჩდა G2a ჰაპლოჯგუფის რომელიც არის კავკასიური გენეტიკური კოდი და არა ინდო-ირანული ანუ ოსური. დღესდღეობით ოსების უმრავლესობა ატარებს კავკასიურ გენეტიკურ კოდს და ნაკლებად ინდო-ირანულს ვინაიდან როდესაც კავკასიაში შემოასხლდნენ მოახდინეს ადგილობრივი კავკასიური ტომების ასიმილირება მომთაბარე ინდო-ირანელმა ოსებმა( იხილეთ
https://en.wikipedia.org/wiki/Aorsi ) .
შესაბამისად სტალინი როგორც გვარით ასევე წარმოშობით იყო ქართველი მაგრამ მეორე პერიოდში უკვე გარუსდა და გახდა რუსი. ოსი და ბურკინა ფასოელი არაფერ შუაშია.
This post has been edited by გასო on 7 Nov 2016, 20:07