გაგიმარჯოს.
მე მგონი უნდა ჩამოჯდე და დაფიქრდე, რა არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც გესიამოვნება და რაც საბოლოოდ რაღაც შედეგს მოგიტანს?
და ამის მიხედვით გააკეთო, ეგ რაღაც.
მაგალითად: უბრალოდ კი არ ისეირნო გარეთ, თან ფოტოაპარატი წაიღე და ფოტოები გადაიღე, ან მარშუტი დაგეგმე და რაღაც პუნქტამდე მისვლა დაისახე, ამ 10 წამში 5 ხეს შემოურბინე.
მოკლედ, იპოვე რამდენიმე ისეთი ჰობი, რაც გაინტერესებს, გესიამოვნება + შედეგი მოჰყვება რამე, თუნდაც უმნიშვნელო.
წამლების მომხრე არ ვარ, სულ რომ კედლებზე გავდიოდე, მაინც არ დავლევ. მგონია რომ შენს ტვინში გაჩენილ ნებისმიერ სატკივარს შენვე მოერევი.
არაფსიქოლოგის რჩევებია. მეზობელი კორპუსის აივანზე ,,გადაფურთხებას" თუ დაისახავ მიზნად, მე არ შემტენო მერე პასუხისმგებლობა
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი