#49228004 · 9 Nov 2016, 11:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.8 გრადუსით გაიზარდა,ზრდის ტენდენცია დაიწყო გასული საუკუნის შუა წლებიდან და დაკავშირებულია ადამიანის სამრეწვლო საქმიანობასთან,კერძოდ სათბური აირების კონცენტრაციის ზრდასთან. გლობალური დათბობა გამოიწვევს ნალექების რაოდენობის ანომალიურ ცვლილებას(ზოგიერთ რეგიონში მატებას,ზოგში შემცირებას),დაიკლებს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა,ზღვის დონე აიწევს,გადაშენდება ბევრი ცოცხალი ორგანიზმი,რესურსების ნაკლებობა გახდება ეთნოკონფლიქტების მიზეზი.მოკლედ დედამიწა გაეხვევა სრულო ქაოსში. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ისაა,რომ თუ გადავაბიჯეთ გარდამტეხ მომენტს(როცა ყინულოვანი საფარის ამრეკლავი ფუნქცია მოიშლება და ყინულით დაფარული მეთანის უზარმაზარი მარაგები გამოთავისუფლდება) ვერაფრის შეცვლას ვეღარ შევძლებთ. ადამიანი ანგრევს ეკოსისტემას,რომელშიც ასიათასობით წლის ევოლუციის შედეგად გახდა დომინანტი სახეობა.დედამიწაზე სიცოცხლე მაინც გაგრძელდება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღდგება ბიომრავალფეროვნება,დაუკავებელ ნიშას სხვა სახეობები ჩაანაცვლებენ.ასე რომ გლობალური დათბობის შეჩერება ჩვენივე სახეობის გადარჩენისთვის არის აუცილებელი. ესეც უახლესი დოკუმენტური ფილმი ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით მათთვის,ვინც ჯერ კიდევ სკეპტიკურად არის განწყობილი.
This post has been edited by Lord_Crusader on 9 Nov 2016, 11:11
|