ჩვენ დავიწყებთ მუშაობას წელს, რომ გაზაფხულისთვის უკვე მზად ვიყოთ და მივიღოთ ახალწვეულები სამხედრო ნაწილებში, - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილების გადახედვის შედეგად ბევრი ხარვეზი აღმოჩნდა.
„ჩვენ გარკვეული ხარვეზები შეგვექმნა სამხედრო ნაწილებში, ამიტომ ახალწვეულების დაბრუნება შეიარაღებულ ძალებში არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის პირველ რიგში იაფი, ეკონომიური და ეფექტიანი. ჩვენ ვაუმჯობესებთ ამ სისტემას, ვიდრე ეს აქამდე იყო. ახალწვეულები გაივლიან საწყის საბრძოლო მომზადებას, ანალოგიურს, როგორსაც გადიან ჩვენი პროფესიონალი სამხედროები. მათი ანაზღაურება 7 ლარიდან გაიზრდება 50 ლარით და მათ უფრო მეტი დრო ექნებათ ვიდრე ეს აქამდე ჰქონდათ”, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურულად და სისტემურად პრობლემა არ არის, უბრალოდ დაიხვეწება საბრძოლო მომზადების პროგრამები და შესაბამისი თანხები გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში.
„ჩვენ დავიწყებთ მუშაობას უკვე წელს, რომ გაზაფხულისთვის უკვე მზად ვიყოთ და მივიღოთ ახალწვეულები ჩვენს სამხედრო ნაწილებში”, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.
http://2030.news/index.php?newsid=17915