#49229631 · 9 Nov 2016, 14:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
- რატომ შეჩერდა პროექტი? - მაშინ როცა ბათუმის TRUMP TOWER-ს ჩაეყარა საფუძველი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განსხვავებული, უფრო მშვიდი პოლიტიკური ვითარება იყო, იმ ბაზრებში, რომელთაც უნდა ეყიდათ უძრავი ქონება (უკრაინა, აზერბაიჯანი და სხვა მეზობელი ქვეყნები). ჩვენ ვართ ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც პროექტს აკეთებს იმიტომ, რომ ნახოს მოგება და იყოს წარმატებული. დღეს კი ჩვენი ინფორმაციით ამხელა პროექტის მშენებლობას აზრი არ აქვს, რადგან ის არ იქნება მომგებიანი და არ იქნება გამართლებული.
- შესაძლებელია თუ არა, რომ ეს პროექტი ისევ განახლდეს და ბათუმის TRUMP TOWER-ი აშენდეს? - თუ რეგიონში ისევ იქნება მოთხოვნა პრემიუმ და მაღალი კლასის საცხოვრებლებზე და ფართებზე, მაშინ ამ პროექტს განვახორციელებთ. ამჟამად ტრამპის კორპორაციასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, კიდევ როგორ შეიძლება შეიცვალოს პროექტი. თავიდან თუ იყო Advertisement 47-სართულიან შენობაზე საუბარი, შესაძლებელია მშენებლობა უფრო მცირე მასშტაბით დავიწყოთ.
ამ ეტაპზე რამე კონკრეტულზე არ ვართ შეთანხმებულები. დონალდ ტრამპთან სალიცენზიო ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რაც ნიშნავს, რომ იყენებ ბრენდს და გარდა ამისა, ბევრ სხვა სიკეთეს, რომელსაც კონფიდენციალურობის გამო ვერ გავახმოვანებთ. ასევე, საუბარი იყო 250-დან 300 მილიონამდე ინვესტიციაზე, რომელიც თაუერის აშენებას სჭირდებოდა და რომელიც სრულად უნდა ჩაედო Silk Road ჯგუფს", - განაცხადა ახალაიამ ჩვენთან საუბრისას.http://www.ambebi.ge/sazogadoeba/182509-gagrdzeldeba-thu-ara-bathumshi-qtramp-thauerisq-mshenebloba.html
This post has been edited by gochino80 on 9 Nov 2016, 14:52
|