ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი - ტრამპის გამარჯვება ის არ არის, რაც მე და გერმანელ ხალხს გვსურდა
ამერიკის შერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებსა და დონალდ ტრამპის გამარჯვებას ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
მოგერინის თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის კავშირი იმაზე ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება.
„ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა ევროკავშირის ძალა ხელახლა აღმოვაჩინოთ,“ - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.
გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერიც გამოეხმაურა. მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვება ის არ არის, რაც მას და გერმანელ ხალხს სურდა.
ფრანსუა ოლანდი - ტრამპის გამარჯვებით გაურკვევლობის პერიოდი იწყება
16:12 09-11-2016
ფრანსუა ოლანდი - ტრამპის გამარჯვებით გაურკვევლობის პერიოდი იწყება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ვაშინგტონთან პარტნიორობა გერმანიის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად რჩება.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვებით „გაურკვევლობის პერიოდი“ იწყება. ამასთან, ოლანდმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ საფრანგეთის პარტნიორი ყოველთვის იყო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის საკითხებში.
მარტინ შულცი აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის გამო იმედგაცრუებას გამოხატავს
14:30 09-11-2016
მარტინ შულცი აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის გამო იმედგაცრუებას გამოხატავს ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის გამო იმედგაცრუებას გამოხატავს.
შულცის განმარტებით, ის არჩევნების შედეგებით გაოგნებულია და მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა გაცილებით რთული იქნება.
ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოების ფუნდამენტურ ღირებულებებს.