საქართველოში მომრავლდა ქალი რაიდერები, რაც ძალიან სასიხარულოა. იმედია მალე კლუბსაც ჩამოაყალიბებენ)))
შესავალში მინდოდა დამეწერა ცოტა რამ იმ ქალი რაიდერების შესახებ ვინც საფუძველი ჩაუყარა პირველ მოტოს ქალებისთვის და შექმნა ისტორია....
პირველი ქალი ქროს-ქანთრი რაიდერები იყვნენ დედა-შვილი Effie & Avis Hotchkiss-ები. 1915 წელს 2 მაისს, ნიუ იორკიდან სან ფრანცისკომდე და ისევ ნიუიროკამდე 9000 მილი გაიარეს. ისინი იყო ისტორიაში პირველი ქალები, რომლებმაც ოცნების ასასრულებლად მიატოვეს სამსახური, ბოლო დანაზოგით ჰარლი დევიდსონი იყიდეს, რომელიც დაატუნიგნეს გვერდითი მოსაჯდომით და პანა
ჩვენს რიგში მეორე ადგილზე მოდიან დები Adeline & Augusta van Buren-ები. 1916 წლის 4 ივლისს, ნიუ იორკიდან სან ფრანცისკომდე დამოუკიდებელი სოლო ტურით დაამახსოვრეს ამერიკულ მოტო ისტორიას თავი. სადაც როგორც ქალებმა მათ თავიანთი ფემინისტური სიტყვა დაამკტიცეს, რომ ქალებსაც შეუძლიათ მოტო ტურინგი))
მესამე ადგილზე კი ცნობილი გოლდვინგის დამფუძნებლის შვილი ავსტრალიელი Dorothy ‘Dot’ Robinson (Goulding)-ია. დოთი ცნობილია როგორც პირველი ქალი ბაიკერი ისტორიაში.
ისტორიულად დასაფუთებულად კი Clara Wagner გახლდათ პირველი ქალი ბაიკერი ისტორიაში. 18 წლის ასაკში შეასრულა მისი პირველი მოზგაურობა ( 1910 წელს), ჩიკაგოდან ინდიანაპოლისში. ზოგადად ის იყო პირველი ქალი რომლისთვისაც შეიქმნა სპეციალურად მოტოციკლეტი.
პ.ს. თემაში შეზღუდული არ არიან მამრი ბაიკერები და ველით მათგან უფრო საინტერესო ისტორიებსა და პოსტებს