SPLIYVIრა მაგარია...
ბავშვობაში ვითრიე რაღაცა მაგდაგვარის მატორი და იდეა გამიჩნდა, რომ თვითმფრინავი ამეწყო.
მარა ეგეთი მანევრების ამბიცია არ მქონია, მთავარი იყო ეფრინა, უბრალოდ.
გამოვჩორკნე რაღაცა სამკვირიანი წვალების მერე და წავიღე გასატესტად.
დაახლოებით ორასი მეტრა იფრინა, სანამ არ გაიხლართა დენის გადამცემ მაგისტრალურ სადენებში...
აი, იმაში, ენგურჰესიდან რომ მოემართება თბილისში
შენ უნდა გენახა ფეიერვერკი...

ზუზუნიც იყო საშინელი. მე მოვძუძგე შეშინებულმა, რა თქმა უნდა.
დენის მიწოდება შეუწყდა თბილისს ცოტა ხნით.
ტელევიზორში რომ გამოაცხადეს, ცივმა ოფლმა დამასხა.
მერე გაიგო რამდენიმე ახლობელმა ეგ ამბავი და პატარა დივერსანტს მეძახდნენ მეტსახელად კაი ხანს.
მიტყდებოდა, ძალით ხო არ ვქენი, რა პონტში მეძახით-მეთქი.
====
ეჰ, ბავშვობა მაინც სულ სხვა იყო, რა...
This post has been edited by ფორცხოლი on 24 Nov 2016, 02:50
. .