კი მართალია, რომ ამერიკელებს კულტურა არ აქვთ, "მაგენი" გაუნათლებლები, საზიზღრები, უისტორიო და ჰამბურგერის ქვეყანა, მაგრამ შიგადაშიგ გამოერევათ ხოლმე მაინც.
ისიც მართალია, რომ ამერიკის ასაკის ხე გვიდგას ეზოში, რომელსაც როცა გვინდა ვაფსამთ ხოლმე, და ისიც მართალია რომ რუსული ლიტერატურია მსოფლიოში პირველია, "დასტაევსკი" და "ტალსტოი" რუსები იყვნენ (?!) და ა.შ., მოკლედ ვინც ამ პოზიციას იზიარებთ, და ამისი ფანატიკურად გჯერათ, მაშინ ეს თემა და ეს ავტორი თქვენთვის არაა, თუმცა ვინ იცის, შეიძლება პირიქითაც...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფილიპ როთი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ ერთი მამამთავარი და ბობოლა სახელია. მის ბიოგრაფიას დეტალურად არ მოგიყვებით, ვინაიდან და რადგანაც ესე დეტალებში არ ვიცი, და არ მოგატყუებთ და ვიკიპედიიდან არ დავიწყებ თარგმნას, თუ დაგაინტერესებთ აგერ არის ლინკი
http://en.wikipedia.org/wiki/Philip_Roth და თქვენ თვითონ გაეცნობით.
მოკლედ კი, იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ როტი ძალიან ძლიერი ნოველისტია. ლიტერატურულმა სამყარომ იგი
Goodnye Colombus-ით გაიცნო, და მას შემდეგ მწვერვალიდან არც ჩამოსულა. მის ნაწარმოებებს შორის ყველაზე მკაფიოდ გამოკვეთილები ჩემი აზრით არის: The Humbling, The Plot Against America, Portnoy's Complaint, American Pastoral და კიდევ რამდენიმე ალბათ. (თუმცა მე მხოლოდ ჩემს მიერ წაკითხულები ჩამოვთვალე, და რაც არ ვიცი, იმაზე თავს ვერ დავდებ). ნუ პრიზები და ჯილდოები ოხრად რომ აქვს მოპოვებული ეგეც გასაგები ამბავია. ასევე მის ნაწარმოებებზე ჰოლივუდური მრავალი პროდუქტი რომ არის დაფუძნბული მაგასაც მიხვდებოდით. (მაგალითად,
Elegy. საკმაოდ საინტერესო ფილმიცაა, თუ არ გაქვთ ნანახი, უყურეთ)
ჩემი, როგორც ერთი აბსოლუტურად ჩვეულებრივი სტატისტიკური მკითხველის, აზრით (და არა მარტო ჩემი აზრით) მის ნაწარმოებებში ძალიან ბევრი საინტერესო თემაა განვითარებული, დაწყებული ადამიანის ფსიქოლოგიური შტრიხებით, ადამიანის და საზოგადოების, ადამიანის და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულებით, დამთავრებული ამერიკული იდეალიზმით. რაზე იდგა და დგას ამერიკული ფილოსოფია, ამერიკული მსოფლმხედველობა და ღირებულებები ხშირად კითხვის ნიშნის ქვეს დგება მასთან (გაიხარეთ ანტიაშშ-სტებო), თუმცა თვითონვე ყველაფერს ხსნის და ნათელს ხდის ხოლმე. გარდა ამისა, მთელ რიგ ეპიზოდებში შეიძლება შეამჩნიოთ სხვადასხვა გენიალური მწერლებთან წარმოსახვითი დიალოგიც კი, გადაძახილ გადმოძახილი, დაწყეული ადრეული ამერიკული ლიტერატურით (პო, ჯეიმსი, და ა.შ) დამთავრებული კაფკათი და ნიცშეთი.
მოკლედ, ეხლა ძალიან გამიგრძელდა მე. ვისაც წაკითხული გაქვთ ამ ადამიანის რამე მაინც, საინტერესო იქნება დისკუსია, რა და როგორ ერთად ვიფიქროთ, თუ არ გაქვთ წაკითხული, და ჩემი ნაბოდიალების მერე ცოტათი მაინც დაგაინტერესათ, მაშინ წაიკითხეთ და მერე ვისაუბროთ.
თემა გახსნილად გამომიცხადებია, ქალბატონებო და ბატონებო! : )