essenhttp://dspace.gela.org.ge/handle/123456789/534აქ შეგიძლია გადმოიწერო წიგნი რომელზეც ლაპარაკია.
Nukri63ქსენოფონტე პოულობს ქალდეველებს ქარდუს (კარდუს)მთებში...ხატავს მათ მთიელ ,ვაჟკაცურ ხალხად.სტრაბონი თავის ,, გეოგრაფიაში '' ქალდებს ახსენებს :,,ბაბილონში ადგილობრივი ფილოსოფოსები ე,წ.ქალდები ძირითადად ქურუმები,ასტროლოგები იყვნენ,ისინი გამოცალკევებულად ცხოვრობდნენ.''
თეოფასტი მოგვითხრობს :ქალდეველები ფლობდნენ საოცარ თეორიას ,ისინი წინასწარმეტყველებდნენ ,ყოველგვარ მოვლენას...''
საოცრად ზუსტად გაზომილი ასტრონომიული სიდიდეები,გათვლილი და შედგენილი კალენდარი ,დღემდე ღირებულებადაუკარგავი სიბრძნე,განჭვრეტილი მომავალი-აი ამ მიღწევათა არასრული ჩამონათვალი,რასაც ქალდეამ მიაღწია .
,, ზეცის შუაგულში მცხოვრები ''მათი ღმერთი ხალდე-,,ლას- არე''-ს შუაგულში მცხოვრები მზეა.
კანონიკური ტექსტები ბიბლიურ წინასწარმეტყველთა მოდგმას იხსენიებს ეთნიკური ტერმინით -,,ქალდეველები''.შუმერეთი და ბაბილონეთი,წმინდა წერილის მიხედვით ქალდეველთა ქალწულად იწოდება''ორივე ქალდეის განვითარების ეტაპებია .ბაბილონის დიდება ქალდეამ გამოჭედა,იგი ბაბილონის სამშობლო იყო....
და დადგა ჟამი...
ეს ძვ.წ.აღ.587 წელია...
და განერთხმან იგინი წინაშე მზისა და წინაშე მთოვარისა...''(იერემია,8,1,2)
,, იუდას მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი,ბაბილონის მეფე...უთხრა მეფემ ...საჭურისთა მთავარს ,მიეგვარა მისთვის ისრაელიანთაგან,სამეფო მოდგმისა და დიდებულთა ოჯახის უნაკლო,შესახედავად მშვენიერი ,ყველა სიბრძნეში დახელოვნებული,ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები ,რომელთაც შეეძლებოდათ ...ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა.განუწესა მათ ულუფა მეფის სუფრიდან და ის ღვინო,თავად რომ სვამდა.ბრძანა სამი წელი ეწვრთნათ ისინი.''(დან.1-4)
ქალდეველები რომ ისრაელიანელები ყოფილიყვნენ მათ არ დაჭირდებოდათ ქალდეველთა ენის და მწიგნობრობის შესწავლა 3 წელი.
თუ ვინ იყვნენ ქალდეველები რომელიც ღვინოს მიირთმევდნენ შევეცდები დაგანახოთ :) ებრაელები არიან ბიბლიის შემნახველები და არა მათი შემქმნელები ამიტომ მათთვის უცნობი დარჩა ბიბლიის ფარული შინაარსი , ღმერთი ერთია თუმცა თავად ქართული სიტყვა ერთია იდუმალებით მოცული რომელსაც ქალდეველთა მწიგნობრობა ფარდას ხდის და 99 სახელს ამბობს ზოგი მსთგანი ადონაი და ელიოხიმი თქვენთვის ცნობილია თუმცა კიდევ ბევრია.
ბერძნებიც გარკვეულწილად ქართული მითების კარგი შემნახველები გამოდგნენ სწორედ მათი მეშვეობით გახდა შესაძლებელი ქალდეველთა ისტორიის ნაწილის აღდგენა უბრალოდ გასათვალისწინებელია რომ ქ ასო ბერძნებს არ ააქვთ და დევკალიონი ჩაწერა გადამწერმა დევქალიონის ნაცვლად.
butkujშენ რა პონტს აწვები აქამდე თუ გამეგოს მე ვიყო პავლიკა მაროზოვი :)
თითქოსდა ისტორიულ წყაროებში ერკვევი თუმცა შენ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები ვინც ბერნარ უტიეს და საერთოდ უცხოელების კვლევებს უფრო ენდობა ვიდრე საკუთარ აზრებს.
კავკასიონი,დევქალიონი, ორიონი, ფარაონი, ჰიპერიონი , ბაგრატიონი წესით შენ მაინც უნდა შეგემჩნია კავშირი თუმცა ისტორიის არასწორ ჯურღმულში ჩაკეტილხარ სადაც ქართველთა დამპყრობლები ნაგავს ყრიდნენ პროპაგანდის სახით თუმცა არც ქრისტიანული ეკლესიის მაშინდელმა მმართველებმა დაიშურეს ძალისხმევა მიემალათ ქართველთა კავშირი.
დევკალიონი ბერძნულ მითოლოგიაში პრომეთეს ძმიშვილია , პრომეთე იგივე კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანია თუ თქმულება ამირანზე ქართულად მიგაჩნია დევქალიონია სწორი ფორმა თუ დევკალიონი?